პოლიტიკა

კობახიძემ და IMPAQ International-ის დელეგაციამ შრომითი კანონმდებლობის აღსრულების გაძლიერებაზე იმსჯელეს

11.06.19 14:30


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე IMPAQ International-ის დელეგაციას შეხვდა.

მხარეებმა შრომითი უფლებებისა და შრომის უსაფრთხოების მიმართულებით, საპარლამენტო ზედამხედველობაზე იმსჯელეს და როგორც კანონმდებლობის დახვეწის, ასევე, საპარლამენტო ზედამხედველობის ფუნქციის მეტად განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.

მხარეებმა პროცესში საერთაშორისო პარტნიორებისა და დონორი ორგანიზაციებთან მჭიდრო ურთიერთობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და ინტენსიურ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

შეხვედრას ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე, პარლამენტის წევრი, დიმიტრი ცქიტიშვილი და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე ესწრებოდნენ.

IMPAQ International, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების შრომის დეპარტამენტის მიერ დაფინანსებულ პროექტს - „შრომითი კანონმდებლობის აღსრულების გაძლიერებას“ ახორციელებს, შრომითი უფლებებისა და შრომის უსაფრთხოების მიმართულებით, საქართველოს ხელისუფლების ერთერთი აქტიური მხარდამჭერია.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები