საზოგადოება

16 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ კაცს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

11.06.19 14:45


16 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ 40 წლის კაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება სასამართლომ დღეს მიიღო.

საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში 16 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით მისი კლასელის მამა დააკავეს.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2018 წლის სექტემბერში 16 წლის არასრულწლოვან გოგონასთან მისი ნების საწინააღმდეგოდ, ძალადობის მუქარის გამოყენებით, დაამყარა სქესობრივი კავშირი, რის შედეგადაც არასრულწლოვანი დაორსულდა და მიმდინარე წლის მაისში იმშობიარა.

შსს-ში ამბობენ, რომ გამოძიების ფარგლებში ჩატარებული გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნის შედეგად დადგინდა, რომ ი. ბ. ახლად დაბადებული ბავშვის მამაა.

გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ წინასწარი შეცნობით გაუპატიურების ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით. დანაშაული 10-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამ ამბის შესახებ პირველად Reginfo-მ დაწერა. გამოცემას გოგომ მოუყვა, რომ მასზე სექსუალურად 40 წლის კაცმა, მისი მეგობრის მამამ იძალადა.

„მისი შვილი ჩემი მეგობარი და თანაკლასელია. მასთან ვიყავი ღამით, დედა სახლში არაა და ჩემთან დარჩიო, მთხოვა. ჩვენ ახლო მეზობლებიც ვართ.

ჩემმა მეგობარმა და მისმა პატარა ძმამ ერთ ოთახში დაიძინეს, მე კი- მეორე ოთახში. ღამით მამამისი მოვიდა, პირზე ხელი დამაფარა, დამიჭირა და გამაუპატიურა. მერე დამემუქრა, რომ მომხდარის შესახებ არავისთან არაფერი მეთქვა, თორემ ჩემი ოჯახის წევრებს, მშობლებს და პატარა ძმას მომიკლავდა. შემეშინდა და არავის ვუთხარი”, – ჰყვება გოგო.





წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები