პოლიტიკა

ნატო ცხინვალის ე.წ. არჩევნებს არ აღიარებს

11.06.19 16:00


ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ე.წ. სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს არ აღიარებს.

ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაიმ Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა.

"ნატო, საქართველოს რეგიონში ცხინვალში 9 ივნისს ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს არ აღიარებს. ნატოს მოკავშირეები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებს დამოუკიდებელ სახელმწიოებად არ აღიარებენ. ნატო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს უჭერს მხარს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში",- წერს აპატურაი.

9 ივნისს ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს არც ევროსაბჭო, არც აშშ არ აღიარებენ.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 91


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები