საზოგადოება

ზურაბ პოლოლიკაშვილმა რომის პაპს ფრანცისკეს გაერო-ს უმაღლესი ჯილდო გადასცა

11.06.19 16:30


გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი იტალიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ვატიკანს ეწვია და რომის პაპს ფრანცისკეს შეხვდა. საუბარი შეეხო კულტურის, რელიგიისა და ტურიზმის, როგორც მჭიდროდ დაკავშირებული სფეროების მნიშვნელობასა და იმ სამომავლო პერსპექტივებს, რომელსაც ვატიკანი და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია გლობალური დღის წესრიგის პროგრესის მიმართულებით განახორციელებენ.

ჰუმანური პრინციპების გაღვივების, მსოფლიოში მშვიდობის განმტკიცების, ხალხთა შორის ტოლერანტობისა და ქრისტიანული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ზურაბ პოლოლიკაშვილმა რომის პაპს ფრენცისკეს გაეროს უმაღლესი ჯილდო გადასცა.

რომის პაპმა მადლობა გადაუხადა გენერალურ მდივანს ვიზიტისა და ესოდენ მაღალი ჯილდოსათვის და წარმატებები უსურვა მას მნიშვნელოვანი ინიციატივების განხორციელებაში ჩვენი პლანეტის მაცხოვრებლების კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.

საუბრისას რომის პაპმა ფრანცისკემ მისი საქართველოში ვიზიტი გაიხსენა და საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია II-ის განსაკუთრებულ სიბრძნეზე გაამახვილა ყურადღება. მან აღნიშნა, რომ ბედნიერია ქართველი ერი, რომ ჰყავს ასეთი სულიერი მამა და ზურაბ პოლოლიკაშვილს სთხოვა ილია II-თვის მისი განსაკუთრებული მოკითხვა გადასცეს.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები