პოლიტიკა

"გამარჯვებული საქართველო" - ახალი პოლიტიკური მოძრაობა დაფუძნდა

11.06.19 16:45


ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა დღეს ახალ პოლიტიკური მოძრაობა დააფუძნა, რომელსაც "გამარჯვებული საქართველო" ქვია. პოლიტიკურ მოძრაობაში მასთან ერთად არიან გუბაზ სანიკიძე, კოტე კემულარია და ვალერი გელბახიანი. მათი თქმით, ახალ პოლიტიკურ გაერთიანებაში იქნებიან როგორც ახალგაზრდები, ასევე გამოცდილი ადამიანები და ძველი პოლიტიკოსები.

ყრილობაზე გუბაზ სანიკიძემ იმ პრიორიტეტებზე ისაუბრა, რომელიც ახალდაფუძნებულ პარტიას გააჩნია. გუბაზ სანიკიძის თქმით, ქვეყანაში კრიმინალური ოლიგარქია უნდა დასრულდეს და მას გამარჯვება სჭირდება.

„თანამოქალაქენო, დღეს ჩვენი სამშობლო, საქართველო ისევ გზაგასაყარზე დგას. ერთი გზა, რომელსაც გვთავაზობს ხელისულება და მისი თავი კაცი, მიემართება ბნელ საკუჭნაოში, სადაც ბატონობს უმეცრება, უიმედობა, სიცრუე, სულმოკლეობა, სიძულვილი, დასმენა, სადაც საერთო ეროვნული ინტერესი ჩანაცვლებულია პირადი კერძო ინტერესით, სადაც სამშობლოს სიყვარულს არჩევენ ერთი ადამიანის ადმინისტრაციულ მონობას. სადაც განვითარება და წინსვლა უარყოფილია სასაფლაოს სტაბილურობით, სადაც დამკვიდრებულია პოლიტიკური ეკონომიკური, ზნეობრივი ანტისანიტარია, სადაც სახელწიფო იმართება ერთი ადამიანს სურვილით და არა კანონით, სადაც სიტყვა ფასი აღარ აქვს. სადაც ღირსებას ვერცხლით წონიან. ამიტომ, ჩვენ და კიდევ ბევრი სხვა ჩვენი თანამოაზრე გთავაზობთ, მეორე გზას, სადაც ჩვენს სამშობლოს ექნება განვითარების პერსპექტივა, სადაც საქართველო დაიბრუნებს კავკასიის მედროშის პოზიციას, სადაც ხალხი დაპურდება, სადაც გაგრძელდება რეფორმები და მოდერნიზაცია, სადაც ახალგაზრდებს ექნებათ ნიჭისა და შესაძლებლობების ასპარეზი, სადაც მოხუცებს ექნებათ სარჩო და დაფასება... ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, შევქმნათ საინიციატივო ჯგუფი, რომელიც დააფუძნებს საერთო ეროვნულ მოძრაობას, რომელიც გააერთიანებს საქართველოს მოქალაქეებს შინ და გარეთ.“ - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

პოლიტიკური მოძრაობის დამფუძნებელი ყრილობა შერატონში იმართება, ყრილობის დაწყებამდე ადგილზე სოსო რობაქიძე მივიდა. მან პოლიტიკაში ოქრუაშვილის დაბრუნება გააპროტესტა, რასაც ხმაური მოყვა. შერატონი მან რამდენიმე წუთში დატოვა.

„მე მაგათ დავპირდი, არ ვაცდი არც პოლიტიკოსობას, არც ოპოზიციონერობას, არც მთავრობაში მოსვლას. ამის მიზანია ნაციონალებთან გადასვლა და იმ სიით შეძვრომა. სანამ დეპუტატი გახდება, მე გაძლევთ პირობას, რომ მანამდე ამოყოფს ოქრუაშვილი თავს აქ“,- განაცხადა სოსო რობაქიძემ.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 91


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები