პოლიტიკა

2020-ის არჩევნების მოგება, წესით, არ უნდა გაგვიჭირდეს – კობახიძე

12.06.19 11:00


პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ფიქრობს, რომ “ქართულ ოცნებას”, წესით, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების მოგება არ გაუჭირდება. ამის შესახებ მან ტვ პირველის ეთერში განაცხადა.

“ვინ მოიგებს მომავალ წელს არჩევნებს, ამას გადაწყვეტს ხალხი, თუმცა ჩვენ ვაკეთებთ ვითარების ანალიზს და ვითარების ანალიზი გვაძლევს იმის პროგნოზირების საშუალებას, რომ ჩვენ არ უნდა გაგვიჭირდეს, წესით, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების მოგება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამას აქვს თავის ბევრი მიზეზი, მათ შორის, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ის, რომ მთავარი ოპონენტი, პოლიტიკური ძალა „ნაცმოძრაობა“ თავისი განშტოებებით არის დისკრედიტირებული და ამ ვითარებაში, ბუნებრივია, შედეგად ვიღებთ იმ სურათს, რაც მივიღეთ, მაგალითად, 2016 წელს და მოგვიანებით“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „ტვ პირველის“ პირდაპირ ეთერში.​




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები