საზოგადოება
27.07.16 20:35
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა დღეს ჩოხატაურის მოსახლეობას, ლანჩხუთი-ჩოხატაურის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, თემურ ჭკუასელი წარუდგინა. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, თემურ ჭკუასელი არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის დადებითთან ასოცირდება და არასდროს იქნება არცერთი პრობლემის მიმართ გულგრილი.
„ჩემი სამინისტროში მუშაობის პერიოდში, მაშინაც კი, როდესაც შეხვედრა დაგეგმილი არ იყო, ბატონი თემური არაერთხელ მინახავს რაიონის პრობლემატიკით ჩვენთან მოსული, რათა, ესა თუ ის საკითხი, აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადასაწყვეტად დაესვა. მინდა დიდი სიამაყით წარმოგიდგინოთ ადამიანი, რომელიც ყველას გვიყვარს. ადამიანი, რომელიც ყოველთვის არის პოზიტივი და არანაირი ნეგატივი მასთან არ ასოცირდება. კაცი, რომელსაც უყვარს გურია, უყვარს ჩოხატაური, ლანჩხუთი“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებული რეფორმები შეაჯამა. მათ შორის, გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მნიშვნელობას, სოფლის მეურნეობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით განხორციელებულ პროექტებს.
„მინდა გითხრათ, რომ ქვეყნის განვითარების სათავე დევს განათლების სისტემასა და მის რეფორმირებაში. ჩვენ მაქსიმალურად სწრაფი ნაბიჯები უნდა გადავდგათ ამ მიმართულებით. სახელმწიფომ გაცილებით მეტი რესურსი უნდა გამოყოს განათლების სისტემის რეფორმირებისთვის და ეს რეფორმა არ უნდა იქცეს დამაშინებელ აჩრდილად მასწავლებელთა არსებული კორპუსისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დავაფასოთ იმ ადამიანების შრომა, ხშირ შემთხვევაში გმირული, რომელსაც ისინი ეწევიან მომავალი თაობის აღზრდისთვის“, – აღნიშნა პარტიის თავმჯდომარემ.
გიორგი კვირიკაშვილმა საზოგადოებრივი თანხმობის მიღწევის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„საზოგადოებაში მეტი კონსოლიდაციაა საჭირო და ნაკლები მტრობა ერთმანეთისადმი, მეტი ატანა განსხავავებული აზრის. ამ კონცეფციის და მსოფლმხედველობის გარშემო გვინდა გავაერთიანოთ ჩვენ, „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოება“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ მთავარი მიზანი არის, საქართველოში ყველა ადამიანმა, განსაკუთრებით რეგიონებში, მეტი პროგრესი, მეტი შემოსავალი იგრძნოს.
„გპირდებით, რომ ჩვენ გულში გავატარებთ თქვენს პრობლემებს აუცილებლად და სწრაფ ნაბიჯებს გადავდგამთ იმისთვის, რათა ყველა თქვენგანმა იგრძნოს განსხვავება, უფრო მეტი სიყვარული, ყურადღება ჩვენგან“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
თემურ ჭკუასელმა პრემიერ-მინისტრსა და „ქართული ოცნების“ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 262
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24