პოლიტიკა
12.06.19 12:00
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტს აშშ-ში მაღალ შეფასებას აძლევს.
მინისტრის განცხადებით ვაშინგტონში გამართული შეხვედრები და ზოგადად, მაღალი დონის ორმხრივი კომუნიკაციის სიხშირე ადასტურებს ორიქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის მაღალ დონეს.
„თავად ის ფაქტი, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს და საქართველოს შორის ძალიან მაღალი დონის ინტენსიური შეხვედრები მიმდინარეობს, არის დასტური იმისა, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს",-განაცხადა ზალკალიანმა.
მინისტრი მიესალმა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის 10 წელთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ დოკუმენტს, რომელიც ყოვლის მომცველად ასახავს ორმხრივი თანამშრომლობის მაღალ და ყოვლისმომცველ დონეს.
„ჩვენ ვისაუბრეთ, სტრატეგიული პარტნიორობის ყველა ძირითად მიმართულებაზე. სტრატეგიული პარტნიორობის 10 წელთან დაკავშირებული დოკუმენტი ასახავს და მიმოიხილავს ყველა ძირითად მიმართულებას, თავდაცვას, უსაფრთხოებას, ეკონომიკურ თანამშრომლობას, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, ხალხთაშორის ურთიერთობებს, მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენი თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან თვისობრივად ახალ დონეზე გადადის", - განაცხადა ზალკალიანმა.
მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველს ჯონ ბოლტონს შორის, ბოლო 8 თვის განმალობაში, მესამე შეხვედრა გაიმართა, ხოლო მიმდინარე ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო დეპარტამენტში სახელმწიფო მდივანსა და პრემიერ-მინისტრსშორის გამართული შეხვედრა ყოვლისმომცველი იყო.
„უნდა აღინიშნოს, რომ ელჩ ბოლტონთან ჩვენ გვქონდა ასევე ძალიან საინტერესო საუბარი . თავადბოლტონი გახლავთ უაღრესად საინტერესო მოსაუბრე. მას აქვს განსაკუთრებული ხედვა რეგიონში მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში და თემატიკა, რომელიც განვიხილეთ, მოიცავდა ყველა მიმართულებას. რა თქმა უნდა იმ ძირითად გამოწვევებს, რომელიც ჩვენ გვაქვს უსაფრთხოების კუთხით. ასევე ამერიკასა და საქართველოს შორის ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობებს, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის კუთხით. ვისაუბრეთ ასევე შემდგომნაბიჯებზე, საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით. განვიხილეთ ჩვენს გარშემო სამეზობლოში შექმნილი სიტუაცია. ბუნებრივია უაღრესადპოზიტიური შეფასება მიეცა საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ რეფორმებს, როგორც ეკონომიკური მიმართულებით, ისედემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით. მე ვფიქრობ, რომ ეს შეხვედრები ჩვენს მოგვცემს შესაძლებლობას, მომავალში კიდევ უფროკონკრეტული მიმართულებით ვითანამშრომლოთ და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები დავდოთ, როგორც ევროატლანტიკურიინტეგრაციის კუთხით, ასე ამერიკის შეერთებულ შტატებთან ორმხირივი ურთიერთობის გაძლიერების თვალსაზრისით,“- განაცხადა ზალკალიანმა.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით აშშ. მხარს უჭერს საქართველოში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებს და ესმკაფიოდ იქნა გაცხადებული სახელმწიფო მდივანთან შეხვედრაზე,ისევე როგორც შეხვედრის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე.
„შეხვედრაზე მხოლოდ პოზიტიური კუთხით იყო სახელმწიფო მდივნის მხრიდან გაცხადებული და აღიარებული ის რეფორმები, რომელსაც საქართველოსხელისუფლება ახორციელებს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით. თუ თქვენ მიაქცევთ ყურადღებას, რა განაცხადა მანპრესკონფერენციაზე, მან თქვა , რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიული რეფორმების გაგრძელებას.
ანუ, ეს იყოპოზიტიურ კონტექსტში დანახული, რომ ის რეფორმები, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს, არის შეფასებული ამერიკის შეერთებულიშტატების მხრიდან როგორც დადებით და შემდგომ ამ დადებითი კურსის გაგრძელების მნიშვნელობას გაუსვა მან ხაზი. ასევე შეხვედრაზე საუბარი იყო იმპოზიტიურ რეფორმებზე, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის ფარგლებში. ძალიანპოზიტიურად შეფასდა , ის გადაწყვეტილებები, რომელიც გუშინ იყო მიღებული საქართველოს პარლამენტის მხრიდან. იცით თქვენ, რომ მიღწეულიკონსესუსი სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღასთან მიმართებაში. პოზიტიურად შეფასდა პირველი, მეორე და მესამე ტალღა და გამოითქვა იმედი, რომ ისგადაწყვეტილებები, კონსენსუსი და ჩართულობა, რომელიც ასევე აღინიშნებოდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატებისმხრიდან და ის ფაქტი, რომ საქართველოს ხელისუფლება ითვალისწინებს ყველა რეკომენდაციას და ყველა რჩევას, არის გარანტი იმისა, რომ მომავალში ამთვალსაზრისით ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტების სიმწიფე კიდევ უფრო გაიზრდება.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი თანათავმჯდომარეობდა ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიისსხდომას, რომელიც ვაშინგტონში მიმდინარე წლის 11ივნისს გაიმართა.
წყარო : /www .pia.ge/
წაკითხულია : 217
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
სალომე ზურაბიშვილი - ვაქცინაზე საქართველო ევროკავშირის მხრიდან სოლიდარულ გადაწყვეტილებას ელოდება
18:0021.01.21
-
17:4021.01.21
-
მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: მათ ეშინიათ სატელევიზიო ბულინგის
17:2021.01.21
-
დავით ჭიჭინაძე - „ოცნება“ უნდა წავიდეს! ეს კი მხოლოდ ახალი არჩევნებით მოხდება
17:0021.01.21
-
შარლ მიშელი სალომე ზურაბიშვილს: მოდით, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი პარტნიორობა
16:4021.01.21
-
16:2021.01.21
-
16:0021.01.21
-
15:4021.01.21
-
"ისტორიისა და იმედის დღეა" - ზურაბიშვილი ბაიდენსა და ჰარისს ულოცავს
15:2021.01.21
-
მაია ბითაძე ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
15:0021.01.21
-
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ვიზიტს გეგმავს
14:4021.01.21
-
თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველომ რუსეთს სტრასბურგის სასამართლოში დავა მოუგო
14:2021.01.21
-
"ყველა, მინუს ელისაშვილი" - ოპოზიციის ახალი ფორმატი და სამოქმედო გეგმა
14:0021.01.21
-
„დეოკუპაციის საკითხი მუდმივად უნდა იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში“ - ზალკალიანი
13:4021.01.21
-
მაია ცქიტიშვილი - ჩვენი მთავარი ამოცანა არსებული გამოწვევების რაც შეიძლება სწრაფად დაძლევა იქნება
13:2021.01.21
-
13:0021.01.21
-
ვიმედოვნებ, ომის დაწყებაზე რუსეთს დაეკისრება პასუხისმგებლობა - ანდრიუს კუბილიუსი
12:4021.01.21
-
12:2021.01.21
-
საქართველოს კიდევ ერთი ვიცე-პრემიერი დავით ზალკალიანი იქნება
12:0021.01.21
-
"2021 წლის ბოლომდე საქართველოში აცრილი უნდა იყოს ჩვენი მოქალაქეების 60%"- პრემიერი
11:4521.01.21
-
11:3021.01.21
-
გიორგი გახარია ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტობას ულოცავს
11:1521.01.21
-
განსხვავებული, ემოციური ადამიანია და თავისებურ სიგიჟეში აღმოჩნდა – მელია ელისაშვილზე
11:0021.01.21
-
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს
10:4521.01.21
-
პარლამენტში დღეს მაია ცქიტიშვილსა და ლევან დავითაშვილს მოუსმენენ
10:3021.01.21
-
10:1521.01.21
-
10:0021.01.21
-
საუდის არაბეთის მეფე გიორგი გახარიას, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნას ულოცავს
18:0020.01.21
-
17:4020.01.21
-
პრემიერ-მინისტრი ბულგარეთის ელჩს შეხვდა
17:2020.01.21
-
ირაკლი კოვზანაძემ საპენსიო სააგენტოს უფრო მეტი გამჭვირვალობისკენ მოუწოდა
17:0020.01.21
-
პრემიერ-მინისტრი ავსტრიის ელჩს შეხვდა
16:4020.01.21
-
სამწუხაროდ, ქართულმა ოცნებმა აირჩია ყველაზე მარტივი გზა, დაკეტოს ყველა და ყველაფერი - ბობოხიძე
16:2020.01.21
-
ალეკო ელისაშვილი პარლამენტში შესვლის საკითხზე გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში გამოაცხადებს
16:0020.01.21
-
15:3020.01.21
-
15:0020.01.21