საზოგადოება

ერთიანი ეროვნული გამოცდები პირველ ივლისს დაიწყება და 23 ივლისს დასრულდება

12.06.19 12:20


ერთიანი ეროვნული გამოცდები პირველ ივლისს დაიწყება და 23 ივლისს დამთავრდება. პირველი გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩატარდება, 23 ივლისს კი ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

გამოცდების განრიგი ასე გამოიყურება:

1-2 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ქართული ენა და ლიტერატურა;

1 ივლისი (პირველი სესია) - აფხაზური ენა;

1 ივლისი (პირველი სესია) - ოსური ენა;

3-4 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ზოგადი უნარები;

5 ივლისი (პირველი სესია) - მათემატიკა;

უცხოური ენა:

8-9 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ინგლისური ენა;

8 ივლისი (პირველი სესია) - რუსული ენა;

8 ივლისი (მეორე სესია) - გერმანული ენა;

8 ივლისი (მეორე სესია) - ფრანგული ენა;

10 ივლისი (მეორე სესია) - ქიმია;

11 ივლისი (მეორე სესია) - ბიოლოგია;

12 ივლისი (მეორე სესია) - სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;

15 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ისტორია;

16 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - გეოგრაფია;

19 ივლისი (მეორე სესია) - სამოქალაქო განათლება;

22 ივლისი (პირველი სესია) - ლიტერატურა;

23 ივლისი (პირველი სესია) - ფიზიკა.

10 ივლისიდან გამოცდებში პრაქტიკოსი მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები ჩაერთვებიან, ხოლო სტუდენტთა საგრანტო კონკურსი 5 ივლისს ჩატარდება. 17- 24 ივლისს გამოცდები მაგისტრობის მსურველთათვის გაიმართება.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, წელს მთელი საქართველოს მასშტაბით 11 ქალაქში 23 საგამოცდო ცენტრი გაიხსნება.

ყველა ცენტრი აღიჭურვება გაგრილების სისტემითა და საჭირო ინფრასტრუქტურით. საგამოცდო ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იქნება სასწრაფო დახმარების მანქანები, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.

რაც შეეხება 2019 წლისათვის დარეგისტრირებულ აპლიკანტებს:

• ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 41000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა;

• საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 12000-მდე კანდიდატმა გაიარა;

• სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ჩაბარების სურვილი 4600-მდე სტუდენტმა გამოთქვა;

• მასწავლებლის კომპეტენციას 31000-ზე მეტი აპლიკანტი დაადასტურებს.




წყარო : /www.tabula.ge/

წაკითხულია : 388


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები