საზოგადოება
12.06.19 12:50
ადგილობრივი მოსახლეობისათვის, ვინც კოტე აფხაზის ქუჩაზე, ან მიმდებარე ქუჩაზე ცხოვრობს და ჰყავს ავტომობილი, მათთვის პარკირება იქნება უფასო. ასევე, პარკირება უფასო იქნება შშმ პირთათვის, A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის და ელექტრომობილების მფლობელთათვის, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მერიაში მიმდინარე მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კახა კალაძემ კოტე აფხაზისა და მიმდებარე ტერიტორიებზე პირველი აგვისტოდან განსახორციელებელ პროექტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გარდა მოწესრიგებული პარკირების სისტემისა, აღნიშნულ ტერიტორიებზე იმოძრავებს ახალი MAN- ის ტიპის ავტობუსები, რათა მოძრაობა უფრო მოწესრიგებული და კომფორტული იყოს მოსახლეობისათვის.
„1-ელი აგვისტოდან შედის ძალაში საპილოტე პროექტის განხორციელება - ყოფილი ლესელიძის და აბანოთუბნის მიმდებარე ქუჩებზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა არის. ყველაფერი დალაგებული და გადაწყვეტილია. ტარიფები უკვე დამტკიცებულია საკრებულოს მიერ.
ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის მოსახლეობის ინფორმირება.
მინდა, ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძეს დავავალო, რომ დავამყაროთ კომუნიკაცია მოსახლეობასთან ამ რეფორმასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ჩვენ განვათავსებთ სპეციალურ ჯიხურებს იმისთვის, რომ მოსახლეობას ჰქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია, ნებისმიერ ადამიანს ექნება შესაძლებლობა მივიდეს, დასვას შეკითხვები და მიიღოს სრული ინფორმაცია ამ პარკირებასთან დაკავშირებით.
ადგილობრივი მოსახლეობისათვის ვინც, კოტე აფხაზის ქუჩაზე, ან მიმდებარე ქუჩებზე ცხოვრობს და ჰყავს ავტომობილი, მათთვის პარკირება იქნება უფასო. ისინი არ გადაიხდიან არაფერს. ასევე ელექტრომობილების მფლობელებისთვის პარკირება იქნება უფასო. შშმ პირთათვის იქნება განსაზღვრული სპეციალური ადგილები, რომლებიც იქნება ასევე უფასო. A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის იქნება უფასო ადგილები“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მერმა ტარიფებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზონები A,B,C კატეგორიებად იქნება დაყოფილი და თითოეულს თავისი ფასი ექნება.
„პირველ აგვისტომდე ფასიან პარკირების ზონებზე შესაბამისი მონიშვნები დაიხაზება, განთავსდება საგზაო ნიშნებიც. ფასიანი პარკირება A,B,C კატეგორიებად იქნება დაყოფილი. საფასური A ზონაში 1 საათი - 1 ლარი; B ზონაში - 2ლარი; C ზონაში - 3ლარი.
ამ ქუჩაზე ჩვენ დავამატეთ ახალი ,,MAN”- ის ტიპის ავტობუსები, იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობდეს და გადაადგილება იყოს მოსახლეობისათვის უპრობლემო“ , - განაცხადა კახა კალაძემ.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 307
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0019.04.24
-
17:3719.04.24
-
17:0519.04.24
-
რომან გოცირიძე - ბიძინა ივანიშვილი უნდა შეჩერდეს, ამის საშუალებაა მკაცრი სანქციების დაწესება
16:4219.04.24
-
ლევან ხაბეიშვილი - პარლამენტი და პარლამენტარები ემსახურებიან რუს ოლიგარქს და არა ხალხს
16:2019.04.24
-
16:0019.04.24
-
15:3719.04.24
-
15:0519.04.24
-
14:4019.04.24
-
კახა კალაძე კელი დეგნანზე - ეს ადამიანი აგრძელებს ცილისმწამებლურ განცხადებებს
14:1919.04.24
-
13:4719.04.24
-
ვახტანგ გომელაური - აქციაზე 40 პირი დავაკავეთ - პოლიციელზე თავდასხმა ნიშნავს სახელმწიფოზე თავდასხმას
13:2519.04.24
-
13:0019.04.24
-
12:4019.04.24
-
საფრანგეთი უკრაინასა და სამხრეთ კავკასიაში იჭრება - რაშია საშიშროება?
12:2019.04.24
-
12:0019.04.24
-
ნათია თურნავა მსხვილ საერთაშორისო საინვესტიციო ფონდებსა და ამერიკელ ინვესტორებს შეხვდა
11:3919.04.24
-
11:1519.04.24
-
მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა
10:5319.04.24
-
10:2319.04.24
-
10:0019.04.24
-
18:0018.04.24
-
სეს-ი ლაბორატორიული კვლევისთვის აგროქიმიკატებისა და პესტიციდების 500-მდე ნიმუშს აიღებს
17:4018.04.24
-
17:2018.04.24
-
თინა ბოკუჩავა - ხალხისა და პარტნიორების მოწოდებები უნდა შეისმინონ
16:5018.04.24
-
აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, დასაზღვევი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი გაიზარდა
16:1518.04.24
-
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, იტალიის ქალაქ ვერონაში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
15:4418.04.24
-
15:2018.04.24
-
14:5918.04.24
-
14:2818.04.24
-
14:0018.04.24
-
13:3018.04.24
-
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
12:5518.04.24
-
12:3018.04.24
-
სალომე ზურაბიშვილი - რუსეთის სტრატეგიაა, რომ პროვოკაცია მოაწყოს საქართველოში
11:4418.04.24
-
10:2718.04.24