პოლიტიკა

საქართველოს და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრებმა თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი

12.06.19 14:15


საქართველოს და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრებმა 2019 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი.

გეგმის ხელმოწერა აზერბაიჯანის ქალაქ გაბალაში მოხდა, სადაც საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის თავდაცვის მინისტერიალი მიმდინარეობს.

გენერალ-პოლკოვნიკმა ზაქირ გასანოვმა ლევან იზორიასთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველო-აზერბაიჯანის სამხედრო თანამშრომლობა ეკონომიკური რეგიონალური პროექტების უზრუნველყოფის გზით, ნატოს პროგრამების ჩარჩოში, ასევე სხვა სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის საფუძველზე ხორციელდება. მინისტრმა ამ სფეროების გაფართოების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

ინფორმაციას აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ვიზიტით კმაყოფილება ლევან იზორიამაც გამოთქვა, ამის შემდეგ კი, მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები რეგიონში არსებულ სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით, რომლებიც ორმხრივ ინტერესს წარმოადგენს.

გარდა ამისა, გასანოვმა აღნიშნა თურქეთ-აზერბაიჯანის სამხედრო თანამშრომლობის მნიშვნელობა, რაც მისი თქმით, ძმურ და მეგობრულ ურთიერთობას ეფუძნება და რომ ეს ურთიერთობა დღითიდღე ვითარდება და ძლიერდება.

ქალაქ გაბალაში საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის თავდაცვის მინისტერიალ მიმდინარეობს,
სამი ქვეყნის თავდაცვის მინისტრების შეხვედრა ჰეიდარ ალიევის კონგრესის ცენტრში იმართება.

ორმხრივი შეხვედრების დასრულების შემდეგ საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი თავდაცვის მინისტერიალი გაიმართება, სადაც კოლეგები რეგიონული უსაფრთხოების საკითხებსა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განვითარების საკითხებს განიხილავენ.

საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრების დონეზე თანამშრომლობა 2012 წელს დაიწყო. სამმხრივ ფორმატში თავდაცვის მინისტერიალი მეშვიდედ იმართება.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები