პოლიტიკა

NDI: საქართველოს მოსახლეობის 20% პრორუსული კურსის მომხრეა

27.07.16 20:45


აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, ქვეყნის მოსახლეობა მიიჩნევს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა პრორუსული უნდა იყოს, თუმცა ევროკავშირსა და ნატოსთან ურთიერთობები უნდა შენარჩუნდეს.

გამოკითხულთა 48% პროდასავლური კურსის მომხრეა ერთი პირობით — რუსეთთან ნორმალური ურთიერთობის შენარჩუნებით. გამოკვეთილად პრორუსული კურსს რესპონდენტების 6%, ხოლო პროდასავლურ კურსს კი 13% ემხრობა.

მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ „საქართველო უფრო მეტ სარგებელს მიიღებს, თუ რუსეთთან ურთიერთობების ფორმირების სანაცვლოდ, ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე იტყვის უარს“, ეთანხმება 29%. ხოლო გამოკითხულთა 53% ეთანხმება მოსაზრებას, რომ საქართველო უფრო მეტ სარგებელს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისგან მიიღებს. არცერთ მოსაზრებას არ ეთანხმება რესპონდენტების 8%.

გამოკითხვის თანახმად, მოსახლეობის 72%-ვის მისაღებია საქართველოს ხელისუფლების განცხადება ევროკავშირის წევრობის შესახებ, ხოლო მიუღებელია 16%-ვის. ამასთან, 64% ეთანხმება მოსაზრებას, რომ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი საზოგადოებას სარგებელს მოუტანს. ამ მოსაზრებას გამოკითხულთა 26% არ ეთანხმება.

რესპონდენტების 64%-ვის მისაღებია საქართველოს ხელისუფლების განცხადება ქვეყანა გახდეს ნატოს წევრი, თუმცა, ამ მოსაზრებას გამოკითხულთა 22% არ ეთანხმება.

გამოკითხვა „საზოგადოებრივი აზრი საქართველოში“ კვლევის ფარგლებში 8 ივნისიდან 6 ივლისის პერიოდში ჩატარდა. გამოკითხვაში მონაწილეობა 4 ათას 113-მა ადამიანმა მიიღო. ცდომილება 2,1%-ს შეადგენს.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 406


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები