პოლიტიკა

ევროკავშირში ცხინვალის ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევენ

12.06.19 17:20


ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმა საქართველოს ტერიტორიაზე მონიტორინგის საკითხებში, ტიტუს კორლტიანმა და კლოდ კერნმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის საპარლამენტო არჩევნების შესახებ განცხადება გაავრცელეს.

"ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამიტომ, სამხრეთ ოსეთის ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც გასულ კვირას ჩატარდა, არ აქვს არც კანონიერი და არც სამართლებრივი საფუძვლები. ისინი ხელს უშლიან კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას და ხალხის დაახლოების ნაცვლად, მათ დაყოფას განაპირობებენ. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ დაგმოთ აღნიშნული ფაქტი",- ნათვამია განცხადების ტექსტში.

თანამომხსენებლები ფაქტის შესაფასებლად საქართველოს 2019 წლის 1 და 2 ივლისს მიმდინარე მონიტორინგის განხორციელების პროცესში ეწვევიან.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები