საზოგადოება

იწყება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის მიერ საყოველთაო ნათლობის 59-ე ეტაპი

12.06.19 18:00


იწყება, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ, ილია II-ის მიერ, ახალდაბადებული მესამე და შემდგომი ბავშვის ნათლობის 59-ე ეტაპი.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიერ ნათლობის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს საქართველოს საპატრიარქოში 17 ივნისიდან 21 ივნისის ჩათვლით 12:00-დან 16:00 საათამდე.

რეგისტრაციის მსურველებმა თან უნდა იქონიონ:

მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;

მშობლების ჯვრისწერისა და ქორწინების მოწმობების ასლები;

შვილების დაბადებისა და ნათლობის მოწმობების ასლები;

მოსანათლის 2 ფოტო 3X4-ზე დაბეჭდილი CD დისკით;

ოჯახის 1 ფოტო 10×15-ზე დაბეჭდილი CD დისკით.

საკონტაქტო ტელეფონები: 593 900 810; 558 651 159; 593 464 571





წყარო : /www.ghn.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები