პოლიტიკა

ენტონი კიმი: საქართველოს სამომავლოდ ბევრი რამის შეთავაზება შეუძლია

13.06.19 13:00


საქართველო ნამდვილად შესანიშნავი წინსვლის მქონე ქვეყანაა, რომელსაც ბევრი რამის შეთავაზება შეუძლია სამომავლოდ.

ამის შესახებ "ჰერითიჯის ფონდის" მკვლევარმა ენტონი კიმმა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კონფერენციის გახსნის შეემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ახლა მთავარი საზრუნავია, როგორ გაგრძლდეს წინსვლა, რათა კეთილდღეობა თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს.

"საქართველო ნამდვილად შესანიშნავი წინსვლის მქონე ქვეყანაა, მაგრამ ამბის თხრობა აქ არ მთავრდება. ახლა მთავარი კითხვაა, როგორ გაგრძელდეს ეს შესანიშნავი წინსვლა, რათა ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ შეიგრძნოს ეს შესაძლებლობები და კეთილდღეობა. ამდენად, ვაშინგტონში ამ სახის შეხვედრებს საკუთარი წვლილი შეაქვთ ამ კოლექტიურ მიზანსწრაფულობაში და გვაფიქრებს იმაზე, თუ როგორ გავხადოთ საქართველო კიდევ უფრო მეტად მზარდი ეკონომიკური სივრცე. ეს შესანიშნავი და ძალიან დროული ღონისძიებაა და სწორედ ახლა დადგა მეტის გაკეთების დრო. საქართველოს ბევრი რამის შეთავაზება შეუძლია სამომავლოდ. აუთვისებელი შესაძლებლობები ნამდვილად უამრავია.

მომავალშიც აქტიურად ვითანამშრომლებთ და ვიმუშავებთ, რომ გავაძლიეროთ პრაქტიკული და სტრატეგიული ჩართულობა საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. ვფიქრობ, სწორედ ეს არის წარმატების ფორმულა”, - განაცხადა ენტონი კიმმა.




წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები