პოლიტიკა
13.06.19 13:30
ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებულმა საინიციატივო ჯგუფმა მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებისა და მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირების მიზნით პარლამენტში 300 000-მდე მოქალაქის ხელმოწერა შეიტანა.
როგორც “ახალი მემარჯვენეების” ლიდერმა მამუკა კაციტაძემ განაცხადა, საკონსტიტუციო ცვლილებების ინცირებისთვის 200 000 ხელმოწერა საკმარისია, თუმცა ოპოზიციამ 300 000-მდე ხელმოწერა წარმოადგინა და კიდევ აგრძელებს კამპანიას მილიონი ხელმოწერის შესაგროვებლად.
“10 დღის განმავლობაში ხელმოწერების ნამდვილობა უნდა განიხილოს პარლამენტმა, შემდეგ კი სესიაზე იქმნება საერთო-საჯარო განხილვის კომისია, ორმელიც ერთთვიან შეხვედრებს ატარებს საქართველოს მასშტბით. ჩვენ “ქართულ ოცნებასთან” ერთად ძალიან აქტიურად ვიმოძრავებთ ამ ერთი თვის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით, შემდეგ კი პროცესი შედის პარლამენტში. შემოდგომისთვის გვეცოდინება, რა ელოდება “ქართულ ოცნებას” – არჩევნებისა და კანონიერი გზით გარკვეული პოლიტიკური შესუნთქვები, თუ სხვა გზებით ცოტა უფრო მძაფრი ფორმა, შეიძლება პოლიტიკური სუნთქვის შეწყვეტა”, – განაცხადა მამუკა კაციტაძემ.
ის არ იზიარებს მოსაზრებას, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება დროში ვერ ესწრება და აცხადებს, რომ პოლიტიკური ნების პირობებში პროცესი ოქტომბრამდე დასრულებადია.
პარლალელურად პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ორგანიზებით იმართება სამუშაო შეხვედრა საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის საკითხებზე, რომელზეც მიწვეულები არიან პოლიტიკური პარტიების, ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და საერთაშორისო პარტნიორები. მამუკა კაციტაძის თქმით, მმართველი გუნდი საარჩევნო სისტემის რეფორმაში პრორპორციულ სისტემაზე გადასვლას არ მოიაზრებს, თუმცა სიანტერესოა, რას სთავაზობს იგი ოპოზიციას.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პასუხისმგებლობას იღებს, რომ კიდევ უფრო შეუწყოს ხელი საარჩევნო საკითხების გაუმჯობესებას.
“ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან და დაინტერესებულ პირებთან ერთად ვუზრუნველყოფთ პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით ამ პროცესის წარმართვას იმისთვის, რომ მთელი რიგი მიმართულებით კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ საარჩევნო საკითხები. ის საკითხები, რომელზე აქცენტიც იყო ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. ჩვენ ამ პროცესის მაქსიმალურ საჯაროობას და შესაბამისი სუბიექტების ჩართულობას ვიზრუნველყოფთ. იმედი მაქვს, ეს პროცესიც ისევე წარმატებით დასრულდება, როგორც სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა დასრულდა”, – განაცხადა ოხანაშვილმა.
პროპორციულ სისტემაზე გადასვლის თაობაზე ოპოზიციის მოთხოვნის საპასუხოდ კი აღნიშნა, რომ ნებისმიერი დაინტერესებული მხარის, მათ შორის, ოპოზიციის ინტერესი და სურვილი უნდა იყოს, რაც შეიძლება ბევრ საკითხზე მოხდეს კონსენსუსი და არა ულტიმატუმების ენით საუბარი.
“ისინი შესაძლოა ფიქრიბდნენ, გამოეთიშონ პროცესს და ამით მოახდინონ პროცესის დისკრედიტაცია. თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენ მაქსიმალურად კონსტრუქციულად ვითანამშრომლებთ და კონკრეტული შედეგის დადებას შევძლებთ”, – დასძინა ოხანაშვილმა.
წყარო : /www. netgazeti.ge/
წაკითხულია : 262
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24
-
3 თვის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 379 პირია აღრიცხული
11:0025.04.24
-
10:3725.04.24
-
10:0025.04.24
-
18:0024.04.24
-
17:4024.04.24
-
17:2024.04.24
-
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდება
17:0024.04.24
-
თორნიკე რიჟვაძე - წელს ტურიზმის მიმართულებით დადებითი დინამიკა იქნება
16:4024.04.24
-
გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
16:1824.04.24
-
ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა
15:5324.04.24
-
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება
15:2024.04.24
-
მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს
15:0024.04.24
-
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
14:3524.04.24
-
ოთარ შამუგიამ ქართულ-ებრაული ინვესტიციით გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერა
14:1524.04.24
-
კახა კალაძე - სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია
13:5224.04.24
-
პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ შეკრება იქნება მიკროავტობუსების აქცია
13:3024.04.24
-
13:1024.04.24
-
12:4724.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ბოლო დროს გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, განხილვას
11:4024.04.24
-
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
11:2124.04.24