საზოგადოება

ისრაელიდან დეპორტირებული ქართველებისთვის ავიაბილეთები უკვე შეძენილია

13.06.19 14:00


ისრაელში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი რამლეს სადეპორტო ცენტრში იმყოფება, სადაც იქ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ხვდება, რომელთა დეპორტაცია საქართველოში იგეგმება.

მათ შორის არიან 12 ივნიის დაკავებული პირები.

საქართველოს 29 მოქალაქიდან 12-სათვის ისრაელის საიმიგრაციო სამსახურმა უკვე შეიძიენა ბილეთები. დანარჩენისათვის ბილეთების შეძენა მოხდება ეტაპობრივად.

გაირკვა საქართველოს მოქალაქეთა სადეპორტო ცენტრში გადაყვანის მიზეზები: ქვეყანაში ყოფნის დარღვეული ვადები, ყალბი დოკუმენტების გამოყენება, ისრაელში უკანონოდ შესვლის ფაქტები.

სადეპორტაციო ცენტრში საქართველოს მოქალაქეებს მისცემენ სპეციალურ სატელეფონო ბარათებს, რომ შეძლონ ოჯახის წევრებთან დაკავშირება.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები