პოლიტიკა

კენეტ ენჯელი - ამერიკულ ბიზნესწრეებს შესანიშნავი შესაძლებლობა ეძლევათ საქართველოში საქმიანობისთვის

13.06.19 14:15


ამერიკულ ბიზნესწრეებს შესანიშნავი შესაძლებლობა ეძლევათ საქართველოში საქმიანობისთვის და მოხარული ვართ ჩვენი თანამშრომლობით საქართველოსთან, - ამის შესახებ აშშ-ის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციის (OPIC) მმართველმა დირექტორმა, კენეტ ენჯელმა განაცხადა.

მისი შეფასებით, საქართველოში არსებობს შესანიშნავი საინვესტიციო გარემო, რაც ბიზნეს საქმიანობისთვის უქმნის ხელსაყრელ პირობებს, იმის მიუხედავად, სად განახოციელებენ ისინი პროდუქციის რეალიზაციას.

„ამერიკულ ბიზნესწრეებს შესანიშნავი შესაძლებლობა ეძლევათ საქართველოში საქმიანობისთვის, მიუხედავად იმისა, სად მოხდება მათი პროდუქციის საბოლოო რეალიზაცია - ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, კავკასიის რეგიონში თუ ცენტრალურ აზიაში. მოქმედ საგადასახადო კანონმდებლობაში ამერიკული ბიზნესწრეებისთვის ბევრი წამახალისებელი პუნქტია და ჩვენ მოხარული ვართ საქართველოსთან ჩვენი არაჩვეულებრივი თანამშრომლობით”, - აღნიშნა კენეეტ ენჯელმა.

აღნიშნულ კომენტარს საქართველოს პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები