საზოგადოება

თურქეთის მოქალაქეს საქართველოში მოტოციკლეტით დიდი რაოდენობით ოქრო შემოჰქონდა

27.07.16 21:05


საქართველოში განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ოქროს ნაკეთობების უკანონო შემოტანის ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა თურქეთის მოქალაქე აიჰან მერჯანი დააკავეს.

მერჯანი „სარფის“ საბაჟო-გამშვებ პუნქტზე დააკავეს, როდესაც ეს უკანასკნელი მოტოციკლის სავარძლის ქვეშ დამალული ოქროს ნაკეთობების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანას ცდილობდა, — ნათქვამია უწყების პრეს-სამსახურის განცხადებაში.

უმაღლესი სინჯის საიუველირო ნაწარმის ზუსტი რაოდენობა არ სახელდება.
დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 5-დან 7 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 298


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები