პოლიტიკა

რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების საფრთხე - ეკონომიკის მინისტრი თავს იმართლებს

13.06.19 14:30


აშშ-ში ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კონფერენცია ჩატარდა.

შეხვედრას ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავაც ესწრებოდა, რომელსაც აშშ-ში მცხოვრებმა ქართველებმა ჰკითხეს, არსებობს თუ არა პრობლემები საქართველოს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობაზე.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, რუსულ „გაზპრომზე“ საქართველოს ენერგოდამოკიდებულების საფრთხე არ არსებობს.

"97% ჩვენი შიდა ბაზრისა არის დაკმაყოფილებული აზერბაიჯანული გაზით და მხოლოდ კომერციული სექტორის გარკვეულ ნაწილს შეუძლია სუფთა კონკურენციის ელემენტიდან გამომდინარე შეიძინოს რუსული გაზი თუ ამის სურვილი იქნება. ჩვენი სტრატეგიული მომხმარებელი, როგორიც არის მოსახლეობა, ელექტორენერგიის წარმოება, სრულად მარაგდება აზერბაიჯანული გაზით. რასაკვირველია, საუბარი რაიმე დომინირებაზე, რაიმე დამოკიდებულებაზე „გაზპრომზე“ არის უადგილო" - აღნიშნა მინისტრმა.





წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 451


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები