პოლიტიკა

„უნდა არსებობდეს გარკვეული წითელი ხაზები“ - წულუკიანი სიძულვილის ენის რეგულაციებზე

13.06.19 15:30


იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ სიძულვილის ენასთან საბრძოლველად გარკვეული ფაქიზი მიდგომის შედეგად რეგულაციები უნდა შემუშავდეს. მისივე თქმით, უნდა არსებობდეს გარკვეული წითელი ხაზები იმის გასამიჯნად, რა განცხადება შეიძლება გააკეთო გამოხატვის თავისუფლების სახელით.

„არაერთი წელია, საერთაშორისო ორგანიზაციები, ოდირიც, ისინიც რომ არ იყვნენ, ჩვენ თვითონაც ვხედავთ ჩვენ ქვეყანაში, რომ საარჩევნო პროცესს თან ახლავს ემოციები და ამ ემოციებში ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური გახლავთ სიძულვილის ენის გამოყენება სხვადასხვა კანდიდატთან მიმართებაში და ხშირად ეს სიძულვილის ენა კიდევ უფრო თვალშისაცემია ხოლმე, როდესაც კანდიდატი არის ქალი. ჩვენ ვნახეთ, რომ შარშან არჩევნებზე რესპექტაბელური ასაკის მქონე ქალი კანდიდატის წინააღმდეგ მამაკაცები ძირითადად და მეორე პარიის მამაკაცი კანდიდატი იყენებდა სიძულვილის ენას. არ ვფიქრობ, რომ თუკი გარკვეული ფრთხილი ფაქიზი მიდგომის შედეგად შემუშავებულ რეგულაციები იქნება და ბალანსი იქნება დაცული პირის უფლებებსა და გამოხატვის თავისუფლებას შორის, ეს იქნება პრობლემა, პირიქით, ეს უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ არსებობდეს გარკვეული წითელი ხაზები, რა შეიძლება გამოხატვის თავისუფლების სახელით აკადრო და რა არ შეიძლება აკადრო სხვა ინდივიდს, რომელსაც აქვს თავისი პირადი სივრცე,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 334


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები