საზოგადოება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისთვის გამოცდებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

13.06.19 17:00


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისთვის გამოცდებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. მათი ინფორმაციით, საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა 20 ივნისის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

„ამისათვის, ნებისმიერ ხელმისაწვდომ კომპიუტერზე, პირად გვერდზე (სადაც ირჩევთ გამოცდებს, საგანმანათლებლო პროგრამებს, ნახულობთ შედეგებს) უნდა გამოიყენოთ ღილაკი - „დაბეჭდეთ ბარათი“. ბარათზე მითითებული იქნება შემდეგი ინფორმაცია: საგამოცდო ცენტრის მისამართი, თითოეული გამოცდის თარიღი, გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების დრო. მნიშვნელოვანია, რომ საგამოცდო ბარათზე მოცემული ყველა ინფორმაცია დაბეჭდილი იყოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტა, ლაქები და ა.შ) გარეშე. საგამოცდო ბარათი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად იქნება თქვენი საშვი მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, ერთიანი ეროვნული გამოცდები 1 ივლისს დაიწყება.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები