პოლიტიკა

პრემიერი: მიზანმიმართულად ქმნიან შთაბეჭდილებას, რომ პროკურატურას მართავს აღმასრულებელი ხელისუფლება

27.07.16 21:35


მინდა შევახსენო გიორგი პაპუაშვილს, რომ პროკურატურა არ არის მთლიანად აღმასრულებელ ხელისუფლებაზე დაქვემდებარებული სტრუქტურა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განუცხადა.

გიორგი კვირიკაშვილი მზადაა, შეხვდეს საკონსტიტუცია სასამართლოს თავმჯდომარეს და მისი პრეტენზიები მოისმინოს.

„გამოვხატავ ნებას და აუცილებლად შევხვდები მას. დავამთავრეთ წინასაარჩევნო წარდგინებები დასავლეთში. მომავალი ჯგუფის წარდგენამდე, შუალედურ პერიოდში შევხვდები პაპუაშვილს, თუმცა მინდა შევახსენო მას, რომ პროკურატურა არ არის მთლიანად აღმასრულებელ ხელისუფლებაზე დაქვემდებარებული სტრუქტურა, ის არის დამოუკიდებელი ინსტიტუცია და ამ დამოუკიდებლობის საფუძვლები ჩვენ შევქმენით ბოლო წლებში, როცა მივიღეთ მნიშვნელოვანი რეფორმატორული ცვლილებები, როცა ის ანგარიშვალდებულია პარლამენტთან. ეს მინდა შევახსენო, რადგან ჩნდება ასეთი შთაბეჭდილება, რომელსაც ქმნიან მიზანმიმართულად, რომ ამ პროცესებს მთლიანად აკონტროლებს ხელისუფლება, ეს ასე არ არის. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაჩნია პოლიტიკური პასუხისმგებლობა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და ჩვენ აბსოლუტურად ვგრძნობთ ამას, თუმცა, მიზანმიმართულად ქმნიან შთაბეჭდილებას, რომ პროკურატურას მართავს აღმასრულებელი ხელისუფლება, ეს ასე არ არის და არც უნდა იყოს, ეს იყო წარსულში, დღეს – არა”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კვირიკაშვილის აზრით, უცნაურია, რომ გიორგი პაპუაშვილი პროკურატურაში არ მიდის.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 2512


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები