საზოგადოება

მოსკოვის დამოუკიდებელი თეატრი ბათუმში "ოსტატი და მარგარიტას" ითამაშებს

27.07.16 21:55


მოსკოვის დამოუკიდებელი თეატრის დასი ბათუმში მაყურებლის წინაშე 6 აგვისტოს წარდგება და სპექტაკლს „ოსტატი და მარგარიტა“ ითამაშებს.

როგორც Sputnik-თან კონცერტის ორგანიზატორებმა განაცხადეს, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სცენაზე მიხეილ ბულგაკოვის მისტიკური რომანის ინტერპრეტაციას რეჟისორი ვალერი ბელიაკოვიჩი წარმოადგენს.

„სპექტაკლი „ოსტატი და მარგარიტა“ უკვე 10 წლისაა. და მან დიდი ხანია დაიმსახურა დსთ-ის ქვეყნებსა და დასავლეთში ყველაზე პოპულარული სპექტაკლის რეპუტაცია, რომელმაც მაყურებლის მოთხოვნილებით ყველა ცნობილი რეკორდი მოხსნა. „ოსტატი და მარგარიტა“ – 21-ე საუკუნის თეატრის ხელოვნების შედევრია“, —ნათქვამია თეატრის ვებგვერდზე.

დადგმაში ვოლანდის როლს რუსეთის სახალხო არტისტი ვლადიმირ სტეკლოვი ასრულებს.

სპექტაკლი 20:00 საათზე დაიწყება და მასზე დასასწრებად ასაკობრივი შეზღუდვაა დაწესებული 16+.

მოსკოვის დამოუკიდებელი თეატრი 2003 წელს დაარსდა. ამ მოკლე პერიოდში თეატრმა თაყვანისმცემელთა მრავალრიცხოვანი არმია და რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული თეატრალური პროექტის სტატუსი შეიძინა.

პირველი სეზონი თეატრმა „ოსტატი და მარგარიტას” ჩვენებით გახსნა და იმ პერიოდიდან დღემდე სპექტაკლი 700-ჯერაა ნაჩვენები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 505


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები