პოლიტიკა

გია ვოლსკი: კახა კალაძის დისკრედიტაციას გარკვეული პოლიტიკური ძალები მხარს დაუჭერენ

27.07.16 22:05


საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერი გია ვოლსკი დარწმუნებულია, რომ კორცხელის დაპირისპირება პროვოცირებული იყო და მასში მონაწილე პირების პოლიტიკური ლიდერის გვერდით გამოჩენა, იმას არ ნიშნავს, რომ “აუცილებლად რაღაც დავალებითი კავშირი არსებობს“. ამის შესახებ გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში პრეზიდენტის განცხადება შეაფასა, რომელიც კორცხელის ინციდენტში კახა კალაძის სავარაუდო კავშირს გულისხმობს.

“კახა კალაძის, როგორც “ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის დისკრედიტაცია, არის ერთ-ერთი მიმართულება, რომელსაც, რასაკვირველია, გარკვეული პოლიტიკური ძალები მხარს დაუჭერენ. ვფიქრობ, პრეზიდენტს ნებისმიერი განცხადების დროს გაცილებით მეტი დაფიქრება მართებს, მით უფრო, რომ კახა კალაძე მისი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელიც იყო და საკმაოდ წარმატებულად დაანახა პრეზიდენტს საკუთარი თავი, თუ რა ღირებულებების მატარებელია“, – განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ. გია ვოლსკის აზრით, კახა კალაძეს კორცხელის თემასთან კავშირი არც ჰქონია და არც მომავალში ექნება.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 12142


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები