პოლიტიკა

პრემიერი ჯანდაცვის ახალ მინისტრს სავარაუდოდ დღეს წარადგენს

18.06.19 11:45


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჯანდაცვის უწყების ახალ ხელმძღვანელს სავარაუდოდ დღეს წარადგენს. მინისტრის პოსტზე „ქართული ოცნების“ ყველაზე „სტაჟიან“ მინისტრს დავით სერგეენკოს სავარაუდოდ ეკატერინე ტიკარაძე შეცვლის. ეკატერინე ტიკარაძე დავით სერგეენკოს მსგავსად ამ პოსტზე საჩხერის კლინიკის დირექტორობიდან მოდის.

სერგეენკოს თანემდებობიდან წასვლის რამდენიმე ვერსია სახელდება, არსებობს მოსაზრება რომ მმართველ გუნდში კლანური დაპირისპირებაა და „ოცნების“ ნაწილს სერგეენკოს მაღალი რეიტინგი აღიზიანებს. ასევე საუბრობენ იმასაც, რომ „ქართული ოცნების’ ხელისუფლებას ჯანდაცვის სისტემაში რეფორმები ჩაუვარდა და ახლა ხელის შეწმენდა დავით სერგეენკოზე ხდება.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები