საზოგადოება

ლევან დავითაშვილი თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

18.06.19 12:45


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესსკოლის მეორე კურსის სტუდენტებს შეხვდა.

„სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდამჭერი პროგრამების მეტი პოპულარიზაციისა და მოქნილი კომუნიკაციისთვის, მნიშვნელოვანია ჩვენი ახალგაზრდა თაობის ჩართულობა, მათი მოსაზრებებისა და ხედვების გაცნობა“, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესსკოლის მეორე კურსის სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

შეხვედრაზე სტუდენტებმა სახელმწიფოს მიერ ფერმერებისათვის განკუთვნილი პროგრამების საკომუნიკაციო კამპანიაზე მათ მიერ მომზადებული პრეზენტაციები წარადგინეს.

ლევან დავითაშვილმა სტუდენტებს მადლობა გადაუხადა და სამომავლოდ თანამშრომლობა შესთავაზა.

„ჩვენ მჭიდროდ ვითანამშრომლებთ სტუდენტებთან. შეიძლება ითქვას, რომ ახალგაზრდებს ერთგვარი პარტნიორი ეყოლებათ პროექტების მართვის სააგენტოს სახით. ისინი სტაჟირების ფორმატში ითანამშრომლებენ სააგენტოსთან ჩვენი პროექტების პოპულარიზაციაში მიიღებენ მონაწილეობას“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

სტუდენტებთან შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, მინისტრის მრჩეველი დავით მარკოზაშვილი, პროექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი პაატა შეყელაძე და ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან მეხუზლა ესწრებოდნენ.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები