პოლიტიკა

ავსტრიის ელჩი: არსებობს იდეა, რომ რუსეთი აღარ ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს გამოცდილება, რაც საქართველოს აქვს

18.06.19 13:00


არის იდეა, რომ საქართველო ნეიტრალური იყოს და რუსეთი აღარ ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს გამოცდილება, რაც საქართველოს აქვს, – ამის შესახებ საქართველოში ავსტრიის ელჩმა, არად ბენკომ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.

ელჩის თქმით, ავსტრია არ ყოფილა რუსეთის მიერ ოკუპირებული, ამიტომაც ამ გადმოსახედიდან, მას შეუძლია რაციონალური რჩევა მისცეს საქართველოს, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას მომავალში.

„საქართველოს სხვა მდგომარეობა აქვს. ჩვენ არ ვყოფილვართ რუსეთის მიერ ასი წლით და მეტით ოკუპირებული. პირველი მსოფლიო ომის დაწყების დროს ავსტრია უდიდესი ქვეყანა იყო, რუსეთის შემდეგ სიდიდით, მასშტაბებით მეორე ქვეყანა და ბუნებრივია, დღეს სრულიად სხვა მოცემულობაა. ჩვენ შეგვიძლია, რაციონალურად წამოვაყენოთ ეს წინადადება და ვურჩიოთ საქართველოს, რა ნაბიჯები შეიძლება, გადაიდგას ამ მიმართულებით, მაგრამ საქართველოსთვის ეს სრულიადაც არ არის მარტივი, როგორც, მაგალითად, ავსტრიისთვის იყო“, – განაცხადა არად ბენკომ.

მისი თქმით, ავსტრიას აბსოლუტურად სხვა გეოგრაფიული მდებარეობა აქვს და ყველაზე მნიშვნელოვანი სხვაობა არის ის პრინციპული სხვაობა, რომ ავსტრია რუსეთს არ ესაზღვრება და არ ესაზღვრებოდა საბჭოთა კავშირს.

„ისევე, როგორც გერმანია, ავსტრიაც ოკუპირებული იყო მოკავშირეების მიერ და მათ შორის, საბჭოთა კავშირი იღებდა მონაწილეობას. ჩვენ მოვახერხეთ, დაგვერწმუნებინა კრემლი და სტალინი, რომ ავსტრია არ გაწითლებულიყო, კომუნისტური არ გამხდარიყო. ისტორიამ ცხადყო, რომ იყო იდეა და იმედი, თუ ავსტრია ნეიტრალური ქვეყანა იქნება, შესაძლოა, ნეიტრალიტეტი გერმანიამაც შეინარჩუნოს. როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, 1991 წლის ბოლოს იყო საუბრები ავსტრიის ნატო-ში შესვლაზე.

ამაზე ძალიან მწვავე დისკუსია იყო და ფაქტობრივად, უარი ითქვა“, – განაცხადა არად ბენკომ.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები