პოლიტიკა

"სერგეენკოს ჯილდო ეკუთვნის, 7 წელი გაუძლო ოცნებას" - დავით უსუფაშვილი

18.06.19 13:15


„შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას დავით სერგეენკოს თანამდებობიდან წასვლის შესაძლო მიზეზებზე ისაუბრა.

მისი თქმით, "ქართულ ოცნებას" ყოველთვის ახასიათებს თვითდამაზიანებელი, მაზოხისტური გადაწყვეტილებები, რომ ყველაზე დადებითი რეიტინგის მინისტრს თანამდებობას ატოვებინებენ.

"გამახსენდა წინა განცხადება, როდესაც გვითხრეს, რომ პრემიერის გადაწყვეტილებით მინისტრი ქობულია გადადგაო, ახლა ამას როგორ გვეტყვიან ძალიან საინტერესოა. სერგეენკოს პირიქით, ჯილდო ეკუთვნის გამძლეობისთვის, 7 წელი გაძლო. მე არ მრჩება რაიმე შთაბეჭდილება, რომ რაიმე საქმიანი თემა იყოს, როგორც ჩანს პოლიტიკურ, პერსონალურმა კონიუქტურამ იჩინა თავი. ერთი ვერსია, ისაა, რომ შესაძლოა უნდოდეთ, არჩევნებამდე სერგეენკოს იმიჯი შემოინახონ და გაარიდონ სახათალათო საქმეებს, და მერე შემობრუნდეს როგორც პოზიტიური იმიჯის მქონე ადამიანი, მაშინ კიდევ სხვანაირად უნდა წასულიყო. ოცნების მიდრეკილება მაზოხისტური ნაბიჯებისკენ, ეს არის უსაზღვრო და შესალოა იფიქრეს, იფიქრეს და ყველაზე თვითდამაზარებელი გადაწყვეტილება მიიღეს გუნდიდან მიდის ისეთი ადამიანი, რომელსაც ყველაზე მეტი დადებითი დამოკიდებულება ჰქონდა და ეს არის "ქართული ოცნების" მაზოხისტური გენეტიკური კოდი, რომ ყოველთვის თვითმაზიანებელი გადაწყვეტილებები მიიღონ" - აღნიშნა უსუფაშვილმა.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები