პოლიტიკა

პრემიერმა ჯანდაცვის ახალი მინისტრი წარადგინა - დავით სერგეენკოს ეკა ტიკარაძე შეცვლის

18.06.19 14:15


დავით სერგეენკოს ეკა ტიკარაძე შეცვლის - ჯანდაცვის ახალი მინისტრი პრემიერმა წარადგინა.

ტიკარაძის წარდგენას დავით სერგეენკოც ესწრება. მას პრემიერმა გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. მამუკა ბახტაძის განცხადებით, ჯანდაცვის სისტემაში საჭიროა ახალი რეფორმები, რომლის გატარებაც იგეგმება.

ტიკარაძე საჩხერის კლინიკის დირექტორია, განათლება კი დასავლეთში აქვს მიღებული და 2015 წლამდე ევროპაში მოღვაწეობდა.

შეგახსენებთ, თავის დროზე საჩხერის კლინიკის დირექტორი იყო დავით სერგეენკოც, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის პოსტს 2012 წლიდან მოყოლებული დღევანდელ დღემდე იკავებდა.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები