პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ბულგარეთში ვიზიტს კონკრეტული შედეგები ექნება

18.06.19 15:00


„დარწმუნებულები ვართ, რომ ბულგარეთის რესპუბლიკაში განხორციელებულ ოფიციალურ ვიზიტს კონკრეტული შედეგები ექნება ჩვენი ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარების კუთხით“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბულგარეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის შეჯამებისას.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, გამართულ შეხვედრებზე ყურადღება საქართველოსა და ბულგარეთის სტრატეგიულ გეოგრაფიულ მდებარეობასა და სატრანზიტო პოტენციალის განვითარებაზე გამახვილდა.

„განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ იმ პოტენციალის ათვისებაზე, რომელიც დაკავშირებულია შავ ზღვასთან. საუბარი გვქონდა შესაბამისი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებასა და შავი ზღვის უსაფრთხოების თემებზე“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ვიზიტი ირაკლი კობახიძემ ბულგარეთის პატრიარქ ნეოფიტთან შეხვედრით დაასრულა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, შეხვედრები გამართა ბულგარეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან, ასევე, საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრებთან.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები