პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე - ჯანდაცვის ახალ მინისტრს ხვდება საკმაოდ რთული რეფორმების პაკეტი

18.06.19 15:40


ახალ მინისტრს ხვდება საკმაოდ რთული რეფორმების პაკეტი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრის ცვლილებასთან დაკავშირებით განუცხადა.

კითხვაზე, უკავშირდება თუ არა მინისტრების ცვლილება ჯანდაცვის სამინისტროში არსებულ პრობლემებს, რაზეც ოპოზიცია საუბრობს, თალაკვაძე ამბობს, რომ დანახარჯებთან დაკავშირებით ოპონენტების შეფასება ობიექტური არ არის.

„ის დანახარჯები, რასაც საქართველო ჯანდაცვის სერვისებისთვის გასცემს, ჯერ კიდევ არ არის იმდენი, რამდენიც თუნდაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანას შეეფერება. შესაბამისად, იმის მტკიცება საზოგადოებისთვის, რომ ჯანდაცვის სისტემაში ქვეყანა ხარჯავს გადამეტებულს, ეს არ არის ობიექტური შეფასება. ზოგიერთი რიცხვებში და საქმეში ჩაუხედავი ოპონენტი ამ კომენტარს აკეთებს და ეს ცალსახად უნდა ითქვას.

რაც შეეხება ახალ მინისტრს, ის მუშაობდა საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ადმინისტრირების სფეროში. მას უკვე აქვს გამოცდილება ჯანდაცვის ადმინისტრირების და მას ჩემი აზრით, წინ ხვდება საკმაოდ რთული პაკეტი რეფორმების, რომელიც უკავშირდება შრომის უსაფრთხოებას, სამედიცინო უსაფრთხოების ხარისხს, ადამიანური რესურსის განვითარებას ჯანდაცვის სფეროში“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

რაც შეეხება ცვლილებების მიზეზებს, არჩილ თალაკვაძის თქმით, აღნიშნულზე პრემიერ-მინისტრმა უკვე ისაუბრა.

ჯანდაცვის მინისტრის პოსტს ეკატერინე ტიკარაძე დაიკავებს. ტიკარაძე მედიას პრემიერ-მინისტრმა წარუდგინა.





წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები