ეკონომიკა

საწვავის ყველაზე მსხვილი იმპორტი რუსეთიდან შემოდის

18.06.19 17:30


ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2019 წლის იანვარ-მაისში ბენზინის საწვავის იმპორტი 6.8 ათასი ტონითაა გაზრდილი და 215.4 ათას ტონას შეადგენს, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა იკლო 32.5 ათასი ტონით და 188.8 ათასი ტონა შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი წილი რუსეთზე მოდის 136 ათასი ტონით, რაც მთლიანი იმპორტის 33.6%-ია. ჩრდილოელ მეზობელს მოსდევს რუმინეთი 25.1%-ით და აზერბაიჯანი 19.1%-ით.

ქვეყნები, საიდანაც იანვარ-მაისში საქართველოში საწვავის ყველაზე მეტი იმპორტი განხორციელდა:

რუსეთი - 136 ათასი ტონა, მთლიანი იმპორტის 33.6%

რუმინეთი - 101,6 ათასი ტონა, 25.1%

აზერბაიჯანი - 77,1 ათასი ტონა, 19.1%

ბულგარეთი - 38,6 ათასი ტონა, 9.5%

თურქმენეთი - 32,5 ათასი ტონა, 8%

საბერძნეთი - 17,8 ათასი ტონა, 4.4%

საწვავის კატეგორიებიდან, ყველაზე მეტი ივნისში A-91 რეგულარი მარკის ბენზინი შემოვიდა, ჯამში 146.4 ათასი ტონა, რაც მთლიანი იმპორტის 68%-ია. A-95 პრემიუმ მარკის ბენზინის იმპორტმა 65.7 ათასი ტონა, შესაბამისად კი 30.5% შეადგინა. A-98 სუპერი მარკის ბენზინის წილი მთლიან იმპორტში 1.5% იყო, რაც 3.2 ათას ტონას უდრის.




წყარო : /www.tabula.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები