ეკონომიკა

ქართული ღვინის ხარისხი უფრო გაუმჯობესებულია - კენიჩი ოჰაში

19.06.19 10:45


ქართული ღვინის ხარისხის მაჩვენებელი კიდევ უფრო გაუმჯობესებულია.

ამის შესახებ, იაპონიაში ერთადერთმა ღვინის მაგისტრმა კენიჩი ოჰაშიმ, თბილისში გამართული ქართული ღვინის დეგუსტაციის შემდეგ განაცხადა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია Red Bridge-ის ხელმძღვანელი, ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში საქართველოში იაპონელი ღვინის იმპორტიორებისა და სომელიეების ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა.

ტურის ფარგლებში სტუმრები ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს კახეთსა და ქართლში ეწვივნენ, სადაც ქართული ღვინის დაყენების ტექნოლოგიას ადგილზე გაეცნენ. თბილისში ასევე გაიმართა სხვადასხვა კომპანიის ღვინის დეგუსტაცია, სადაც ღვინის პროფესიონალებმა 27 ღვინის კომპანიის სხვადასხვა სახეობის 100-მდე ღვინო დააგემოვნეს.

„ქართული ღვინის ხარისხის მაჩვენებელი, წინა წლებთან შედარებით, კიდევ უფრო გაუმჯობესებულია. მეტად იგრძნობა სტილის მრავალფეროვნება, რაც ნიშნავს, რომ მწარმოებლები მიზნად ისახავენ მაღალი სტანდარტების დანერგვას როგორც ხარისხის, ისე გლობალური ბაზრისთვის საინტერესო და განსხვავებული პროდუქტის შექმნის კუთხით“, - აღნიშნა კენიჩი ოჰაშიმ.

იაპონელი ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში გასულ კვირას, ღვინის მე-12 საერთაშორისო გამოფენის WinExpo Georgia 2019-ის ფარგლებში გამართული ღვინის მე-11 საერთაშორისო კონკურსის ჟიურის წევრი იყო.






წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 289


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები