მსოფლიო

ტრამპის მრჩეველი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შუამავალი იქნება

19.06.19 12:00


აშშ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მთიანი ყარაბაღის საკითხზე დიალოგის მხარდაჭერას აგრძელებს.

ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონმა Twitter-ის პირად გვერდზე დაწერა.

„ველოდები ამ კვირაში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას, რათა მათ შორის მიმდინარე დიალოგის წახალისება მოხდეს", - დაწერა ჯონ ბოლტონმა Twitter- ზე.

მისი თქმით, შეერთებული შტატები "მზად არის რეგიონს მშვიდობის დასამყარებლად დახმარება აღმოუჩინოს".

აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ელმარ მამედიაროვისა და ზორაბ მნაცკანიანის შეხვედრა ვაშინგტონში 20 ივნისს შედგება, რომელზეც მთიანი ყარაბაღის საკითხვის განხილვა იგეგმება.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 325


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები