ეკონომიკა
19.06.19 13:30
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO) ერთად, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშემწყობ ახალ პროექტს იწყებს. პროექტს ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისთვის (ADC) ორი მილიონი ევროთი დააფინანსებს. ახალი პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში სოფლის განვითარების პოლიტიკის შემუშავებას, ღირებულებათა ჯაჭვის გაუმჯობესებას, ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებასა და გარემოსთან თავსებადი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის განვითარებას.
ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე გიორგი ხანიშვილმა გახსნა.
მინისტრის პირველმა მოადგილემ მადლობა გადაუხადა დონორ ორგანიზაციებს მხარდაჭერისთვის და პროექტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„ქვეყანაში თითოეული ახალი პროექტის ინიცირება სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობას ნიშნავს. ასეთი პროექტები აძლიერებს ფერმერთა შესაძლებლობებს, ზრდის რეგიონების კონკურენტუნარიანობას, ხელს უწყობს მათი პოტენციალის წარმოჩენას.
ვფიქრობ, პროექტი ეფექტიანი იქნება და მეტ ახალგაზრდას გაუჩენს აგრარულ დარგში საქმიანობის სურვილს“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.
ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელმა საქართველოში, მამუკა მესხმა და ავსტრიის განვითარება თანამშრომლობისთვის (ADC) წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა სამხრეთ კავკასიაში, გერჰარდ შაუმბერგერმა მიმართეს.
სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პროექტი ოთხწლიანია. მის ფარგლებში დაგეგმილია, როგორც ფერმერთა საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების გაძლიერება, ასევე კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში ფერმერებისთვის სასოფლო-სამეურნეო გრანტების გაცემა.
გრანტების გაცემის საპილოტე მუნიციპალიტეტებად რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში ონისა და ცაგერის, ხოლო შიდა ქართლის რეგიონში - ხაშურისა და გორის მუნიციპალიტეტები შეირჩა. გრანტები მიმართული იქნება ფერმერების კონკურენტუნარიანობის გაძლიერებისა და აგროწარმოებით გამოწვეული კლიმატის ცვლილების შემცირებისკენ, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ეროვნული სტრატეგიებით.
პროექტის პრეზენტაციას დაინტერესებული მხარეები და პოტენციური ბენეფიციარები ესწრებოდნენ. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრაც, სადაც პროექტის ტექნიკური საკითხები და განსახორციელებელი ღონისძიებები განიხილეს.
წყარო : /www.reportiori.ge/
წაკითხულია : 172
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0024.04.24
-
17:4024.04.24
-
17:2024.04.24
-
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდება
17:0024.04.24
-
თორნიკე რიჟვაძე - წელს ტურიზმის მიმართულებით დადებითი დინამიკა იქნება
16:4024.04.24
-
გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
16:1824.04.24
-
ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა
15:5324.04.24
-
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება
15:2024.04.24
-
მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს
15:0024.04.24
-
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
14:3524.04.24
-
ოთარ შამუგიამ ქართულ-ებრაული ინვესტიციით გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერა
14:1524.04.24
-
კახა კალაძე - სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია
13:5224.04.24
-
პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ შეკრება იქნება მიკროავტობუსების აქცია
13:3024.04.24
-
13:1024.04.24
-
12:4724.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ბოლო დროს გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, განხილვას
11:4024.04.24
-
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
11:2124.04.24
-
10:5924.04.24
-
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს
10:3724.04.24
-
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართა
10:0024.04.24
-
8:5224.04.24
-
ეკა სეფაშვილი თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა
18:0023.04.24
-
სურსათის სააგენტომ ქათმის ფილეს ნიმუშებში სალმონელოზი გამოავლინა
17:4123.04.24
-
17:1823.04.24
-
17:0023.04.24
-
სოზარ სუბარი: ჩვენ გვჭირდება კონსტიტუციით განვამტკიცოთ ქართველობა, ჩვენი ეროვნულობა
16:3623.04.24
-
სახალხო დამცველმა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ეუთო/ოდირს მიმართა
16:1623.04.24
-
15:5323.04.24
-
პრემიერი - ჩვენ გვაქვს 60%-ზე მეტი რეიტინგი
15:3023.04.24
-
15:1023.04.24
-
14:4523.04.24
-
თეა წულუკიანი ქართული სპორტის მუზეუმის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო
14:2623.04.24
-
14:0023.04.24
-
13:3523.04.24
-
13:1523.04.24
-
საქსტატი - 2024 წლის პირველ კვარტალში თბილისში უძრავი ქონების ფასი გაიზარდა
12:4823.04.24