საზოგადოება

კაპადოკიაში ქართული კულტურის დღეები ჩატარდა

19.06.19 15:45


კაპადოკიაში ქართული კულტურის დღეები ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 300-ზე მეტმა ახალგაზრდამ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

ქართული კულტურის დღეები, საქართველოს საელჩოსა და დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების (ICSU) ორგანიზებითა და საქართველოს 60-მდე მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ჩატარდა.

ქართული კულტურის დღეების დახურვისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგანეგბო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ, რომელმაც სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადეობას.

ელჩმა ხაზი გაუსვა მსგავსი ღონისძიებების ჩატარების მნიშვნელობას საქართველოს სტრატეგიულ და მეგობარ ქვეყანაში, რაც ხელს უწყობს საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლებას. მან ასევე ისაუბრა ქართველი ახალგაზრდების როლზე ქვეყნის განვითარებისა და კეთილდღეობის საქმეში და მადლობა გადაუხადა მათ საქართველოს ღირსეულად წარმოჩენისათვის, ხოლო საქართველოს მუნიციპალიტეტებს კი ღონისძიების მხარდაჭრისათვის. სიტყვით გამოსვლის შემდეგ, საქართველოს ელჩმა და ორგანიზატორებმა ქართული კულტურის დღეებისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობისათვის ახალგაზრდებს სერთიფიკატები გადასცეს.

ამასთან, ღონისძიების ფარგლებში ქართველმა ახალგაზრდებმა შეასრულეს ქართული ცეკვები და სიმღერები, რამაც ადგილობრივი მოსახლეობისა და კაპადოკიაში მყოფი უცხოელი ტურისტების დიდი მოწონება დაიმსახურა.

სტუმრებს ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ ქართული ღვინო დაეგემოვნებინათ.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 415


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები