საზოგადოება

ირანი საქართველოში გაზის ექსპორტირებას მოახდენს

28.07.16 15:55


ირანმა საცდელი შეთანხმება გააფორმა საქართველოში გაზის ექსპორტზე სომხეთის ტერიტორიიდან, განახადა ირანის ნავთობის მინისტრმა ბიჯან ზანგანემ სომხეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრთან ლევონ იოლიანთან შეხვედრის შემდეგ, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვისტი“ სომხურ სააგენტო News.am.-ზე დაყრდნობით.

ირანული გაზი სომხეთის ტერიტორიას გაივლის. თეირანი აპირებს ახალი მარშრუტით მოახდინოს გაზის ტრანსპორტირება ევროპაში.

2015 წლის მაისში თეირანში შედგა საქართველო-ირანის სამთავრობოთაშორისო კომისიის სხდომა, რომლის ფარგლებში ხელი მოეწერა შეთანხმებას საქართველოს გავლით ირანული გაზის ევროპაში ტრანსპორტირების მიზანშეწონილობის პროექტის შემუშავებაზე.

საქართველოში გაზზე მოთხოვნის ზრდის გათვალისწინებით, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე, აქტიურად აწარმოებდა მოლაპარაკებებს როგორც აზერბაიჯანთან, ისე ირანთან. მაგრამ აზერბაიჯანული სახელმწიფო კომპანიის SOCAR-ის წინადადებები უფრო მისაღები აღმოჩნდა. მხარეებმა უკვე მოაწერეს ხელი 2011 წლის მემორანდუმში ცვლილებებს, რომლის თანახმადაც საქართველოში გაზის მოწოდება გაიზრდება ხოლო ფასები შემცირდება.

რუსულ გაზს საქართველო არ ყიდულობს 2007 წლიდან. იგი 10% —იანი წილის სახით მოეწოდება საქართველოს როგორც სომხეთში გაზის ტრანზიტის საფასური.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 460


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები