პოლიტიკა

ქეთევან ციხელაშვილი - საქართველოს საკითხი ჩვენი პარტნიორებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია

19.06.19 16:30


შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე საქართველოს მხარდამჭერ განცხადებებს გამოეხმაურა, რომლებიც თემაზე „ღირსების რევოლუციიდან ხუთი წელი: უკრაინის პროგრესი/რუსეთის მავნებლური ქმედებები“ მოსმენისას მიწვეული სტუმრების მხრიდან გაკეთდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებზე სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს. ციხელაშვილის განცხადებით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს საკითხი ჩვენი პარტნიორებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღქმა საერთო მოქმედებისა რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ სრულიად მკაფიოა. როდესაც საუბარი უკრაინაზეა, ცხადია, რომ ამ კონტექსტში აუცილებლად საუბარია საქართველოზე, რადგან სამწუხაროდ 2008 წელს რუსეთმა საქართველოში აგრესიითა და შემდგომი ოკუპაციით მოიმზადა ნიადაგი იმისათვის, რაც უკრაინაში განახორციელა. ეს მოქმედებები ერთმანეთთან დაკავშირებულია როგორც გეოგრაფიულად, ისე სცენარით. მთლიანად სამეზობლოში გადაუჭრელი კონფლიქტების პოლიტიკა და ამ კონფლიქტების მხარდაჭერა რუსეთის მთავარი ხელწერაა. ჩვენი ამოცანა კი ისაა, რომ საერთო ძალისხმევა მივმართოთ ამ ძალისმიერი, ოკუპაციის პოლიტიკის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი მხარდამჭერია. ყველა ექსპერტი, რომელიც სენატში საუბრობდა, არსებულ სიტუაციას კარგად იცნობს და ძალიან ლოგიკურია, რომ რუსეთის აგრესიული პოლიტიკის შესაკავებლად და ოკუპაციის პოლიტიკის დასაძლევად ისინი საერთო ძალისხმევის აუცილებლობაზე საუბრობენ,“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 343


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები