პოლიტიკა

თავდაცვის მინისტრის ვიზიტი ნეაპოლში

20.06.19 10:00


საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ვიზიტით იტალიის რესპუბლიკაში იმყოფება.

თავდაცვის უწყების წარმომადგენლები შეხვედრებს ნეაპოლში, ნატოს გაერთიანებული ძალების სარდლობაში გამართავენ.

ქართულ დელეგაციას ნეაპოლში ნატოს გაერთიანებული ძალების სარდლობის მეთაური, ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის საზღვაო ძალების მეთაური, ადმირალი ჯეიმს ფოგო უმასპინძლებს. ვიზიტის ფარგლებში მხარეები ნატო-საქართველოს თანამშრომლობის, სტრატეგიული პარტნიორობისა და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ.

დელეგაციის წევრები ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით ნატოს გაერთიანებული ძალების სარდლობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებასაც დაესწრებიან.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 82


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები