პოლიტიკა

რუსი დეპუტატების ადგილი საქართველოს პარლამენტში არ არის, დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ საქართველო -არჩილ თალაკვაძე

20.06.19 12:30


საპარლამენტო უმრავლესობოს ლიდერი არჩილ თალაკვაძე თბილისში მიმდინარე მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაზე ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატების სტუმრობას და მათ პარლამენტში გამოსვლას აპროტესტებს:

„რუსი დეპუტატების ადგილი საქართველოს პარლამენტში არ არის! ეს კონფერენცია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და დუმის წევრებმა პარლამენტი და საქართველო უნდა დატოვონ!“- წერს არჩილ თალაკვაძე.

შეგახსენებთ, პარლამენტის ტრიბუნა ამ დროისთვის დაკავებული აქვთ ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებიც ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელი დეპუტატების საქართველოს პარლამენტში მისვლას და მათ მიერ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებას აპროტესტებენ.

რუსი დეპუტატების საქართველოს პარლამენტში გამოსვლა გააპროტესტა ვიცე სპიკერმა ტამარ ჩუგოშვილმაც.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები