საზოგადოება

დღეს ორანჟერეის პროექტის ავტორები ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდებიან და საკითხის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან

20.06.19 13:00


დღეს, 20:00 სთ-ზე ორანჟერეის პროექტის ავტორები და სამშენებლო კომპანია „ანაგის“ წარმომადგენლები აღმაშენებლის ხეივნის მიმდებარედ, „კია მოტორსის“ ავტომომსახურების ცენტრთან ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდებიან და საკითხის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან.

გარდა მოსახლეობისა, ისინი მზად არიან, შეხვდნენ საკითხით დაინტერესებულ თითოეულ ადამიანს და მათ კითხვებს პირადად უპასუხონ.

შეგახსენებთ, რომ დიღმის ტყე-პარკის მიმდებარედ მრავალფუნქციური ორანჟერეა მოეწყობა. აღმაშენებლის ხეივანთან მდებარე ტერიტორიაზე, ამჟამად, ავტომომსახურების ცენტრი მდებარეობს. კომპანია “ანაგმა” ორანჟერიით უნდა ჩაანაცვლოს სწორედ ის ცენტრი, რომელიც ეკოლოგიურად მნიშვნელოვან ადგილას არის განთავსებული და, ფუნქციიდან გამომდინარე, გარემოს გარკვეულ ზიანსაც აყენებს.
პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ ტერიტორიაზე არცერთი ხე მოიჭრება.

პირიქით, ამ ადგილას 150-მდე ახალი, მათ შორის, ეგზოტიკური მცენარე უნდა დაირგოს. პროექტის ავტორი კომპანია „სტუდია 9-ის” საპროექტო სამსახურის მთავარი არქიტექტორი, თბილისის არქიტექტურის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი – მამუკა ჩხაიძეა.

მრავალფუნქციური ორანჟერეა ლანდშაფტურ-დასასვენებელი სივრცეა, რომელიც საგამოფენო დარბაზს, თეატრალურ სცენასა და არაერთ საინტერესო ობიექტს აერთიანებს. ორანჟერეა სტუმრებს ნებისმიერ დროსა და ამინდში მიიღებს.

პროექტის თანახმად, ლანდშაფტური პარკის ინტერიერი და ექსტერიერი ერთ მთლიანობას წარმოადგენს, რაც მთელი ტყე-პარკის რეკრეაციულ ღირებულებას უფრო მეტად გაზრდის. დღევანდელი მოცემულობისგან განსხვავებით, ტერიტორია არ შემოიღობება და არასდროს იქცევა ჩაკეტილ ზონად.

მრავალფუნქციური ორანჟერეის პროექტი, საბოლოო სახით, დედაქალაქის ხელმძღვანელობამ გასული წლის სექტემბერში დაამტკიცა.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები