პოლიტიკა

“სამართლიანობისთვის” – ვინ რა თანამდებობას დაიკავებს ბესელიას პარტიაში

20.06.19 15:30


სასტუმრო ბილტმორში ეკა ბესელიას პარტია “სამართლიანობისთვის” დღეს, 20 ივნისს, პირველ ყრილობას მართავს, სადაც აირჩიეს თავმჯდომარე, გენერალური მდივანი, პოლიტიკური მდივანი, პოლიტსაბჭო და სარევიზიო კომისიის წევრები.

ბესელიას პარტიის დევიზია – სიმართლე, სამართალი, სამართლიანობა, პარტიის სიმბოლიკა და ლოგო კი თემიდა ხმლით ხელში.

პარტიის თავმჯდომარედ ყრილობაზე ეკა ბესელია აირჩიეს, გენერალური მდივნად – გედევან ფოფხაძე, პოლიტიკურ მდივნად – ზვიად კვაჭანტირაძე.

პოლიტიკური საბჭო ასე ჩამოყალიბდა:

გედევან ფოფხაძე,

ზვიად კვაჭანტირაძე,

ექიმი ჯავარი უგრეხელიძე,

ჯუმბერ თავართქილაძე,

პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულო იასე ზაუტაშვილი,

ვარლამ ხათრიძე,

თემურ მურვანიძე.

სარევიზიო კომისიის წევრები:

დევი ხვედელიანი,
ადვოკატი მირიან ნიკოლაძე,
ცირა ბურჯუა,
კოტე ჩაჩავა.

აღნიშნული საკითხები 350-მა დელეგატმა ერთხმად დაამტკიცა.

დელეგატებთან ერთად ღონისძიებას ესწერებიან ბესელიას გუნდის უცხოელი პარტნიორები, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები და საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები, მათ შორის:

მომღერალი დათო ხუჯაძე,

ყოფილი სახალხო დამცველი ელენე თევდორაძე,

ყოფილი მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი,

პატრიოტთა ალიანსის წევრები ემზარ კვიციანი და ადა მარშანია,

ქართული ოცნების ყოფილი წევრები – კობა ნარჩემაშვილი, ვატო შაქარაშვილი, ჯაბა ჯიშკარიანი.





წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები