პოლიტიკა

სუს-ი - ცხინვალის რეგიონის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვერტმფრენმა ფრენა განახორციელა - ნებისმიერი ასეთი ქმედება არღვევს უსაფრთხოების გარემოს

20.06.19 16:00


ვერტმფრენმა ფრენა განახორციელა ცხინვალის რეგიონის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, - ამის შესახებ სუს-ში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს.

„ვერტმფრენმა ფრენა განახორციელა ცხინვალის რეგიონის ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ნებისმიერი ასეთი ქმედება არღვევს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და საკითხი მწვავედ დგება, როგორც IPRM- ის (ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი) ისე ჟენევის ფორმატებში“, - აცხადებენ სუს-ში „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

არსებული ინფორმაციით, აღნიშნული ვერტფმფრენი რუსულია.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 100


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები