პოლიტიკა

ოთარ დანელიამ PABSEC-ის ბიუროსა და მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომებში მონაწილეობა მიიღო

20.06.19 16:30


შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი ოთარ დანელია სამუშაო ვიზიტად აზერბაიჯანში იმყოფება, სადაც ქალაქ ბაქოში PABSEC-ის ბიუროსა და მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომებში მონაწილეობა მიიღო.

პარლამენტის პრესცენტრის ცნობით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ბიუროს სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოსთვის PABSEC-ის პარტნიორის სტატუსის მინიჭების საკითხზე იმსჯელეს. აღნიშნულ თემას საპარლამენტო ასამბლეის რიგით 53-ე პლენარულ სესიაზე განიხილავენ, რომელსაც შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის სრული შემადგენლობა დაესწრება.

ბიუროსა და მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომებს PABSEC-ის მოქმედი პრეზიდენტი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარე ოგთაი ასადოვი ხელმძღვანელობდა. სხდომებზე განიხილეს ასამბლეის გასული წლის საბიუჯეტო საკითხები და ასევე, წარმოადგინეს მოხსენება საერთაშორისო ღონისძიებებისა და აქტივობების შესახებ, რომლებშიც PABSEC-ის სხვადასხვა წევრები მონაწილეობდნენ.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები