პოლიტიკა

სერგეი გავრილოვი: რუსეთ-საქართველოს შორის ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ საკითხებზე მოლაპარაკებებს ჩაშლა ემუქრება

20.06.19 16:45


რუსეთსა და საქართველოს შორის სხვადასხვა ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ საკითხებზე ყველა მოლაპარაკებას ჩაშლა ემუქრება – „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ასე გამოეხმაურა “მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის” დელეგატი, რუსი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს.

გავრილოვის თქმით, მათ სხდომათა დარბაზი დაცვის სამსახურის დახმარებით დატოვეს. ამჟამად კი დელეგაციის წევრები უსაფრთხო ადგილზე შეიკრიბებიან და განიხილავენ, თუ როგორ შეიძლება, გაგრძელდეს “მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა”.

რუსული გამოცემა “რია ნოვოსტის” ცნობით, სერგეი გავრილოვი ასევე განმარტავს, რომ „დელეგაციის ვიზიტის წინა დღეს გავრცელდა ყალბი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს ის აფხაზეთისა და დნესტრისპირეთის ომებში მონაწილეობდა“, რასაც გავრილოვი უარყოფს.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები