ეკონომიკა

ეროვნული ბანკი განაგრძობს რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას

28.07.16 16:25


საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2016 წლის 27 ივლისს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით 6.75%-მდე შემცირების შესახებ და შემცირებას შემდგომშიც განაგრძობს.

რეფინანსირების განაკვეთის წინა შემცირება 2016 წლის 16 ივნისს შედგა და მაშინ განაკვეთი 7,5% —დან 7%-მდე შემცირდა.

„ჩვენ გადაწყვეტილებას ვიღებთ ინფლაციის მომავალ მაჩვენებელზე დაყრდნობით.

არსებული პროგნოზებით, მოსალოდნელია, რომ ინფლაცია დაბალი იქნება შემდგომი კვარტლების განმავლობაში, რაც იძლევა პოლიტიკის განაკვეთის შემცირების შესაძლებლობას”, - განაცხადა ბრიფინგზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

არსებული პროგნოზით მიზანშეწონილია გაგრძელდეს გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლის პროცესი. სხვა თანაბარ პირობებში, მოსალოდნელია, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი საშუალოვადიან პერიოდში 6 პროცენტამდე შემცირდეს, აღნიშნა გვენეტაძემ.

„მაგრამ ეს არ არის არანაირი წინაპირობა ან ვალდებულება, შემცირების ტემპი და შემდგომი საპროცენტო განაკვეთის ცვლილება დამოკიდებული იქნება მომავალ პროგნოზებსა და ინფორმაციებზე“, — აქვე ხაზი გ აუსვა მან.

ქვეყანაში ეკონომიკურ სიტუაციაზე დადებითი გავლენა იქონია ინვესტორთა გაზრდილმა აქტივობამ და საგარეო მოთხოვნის ნაწილობრივ ზრდამ.

კომიტეტის შემდეგი სხდომა 2016 წლის 7 სექტემბერს გაიმართება.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 532


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები