პოლიტიკა
20.06.19 18:00
საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ნათელი დადასტურებაა ჩვენი სურვილის - გააქტიურდეს და გაღრმავდეს თანამშრომლობა ქვეყნებს შორის,- ასე აფასებს საგარეო საქმეთა მინისტრი , დავით ზალკალიანი საქართველოში საუდის არაბეთის საგარეოს საქმეთა მინისტრის ვიზიტს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია საუდის არაბეთის საგარო საქმეთა მინისტრი იბრაჰიმ ბინ აბდულაზიზ ალ ასაფთანი, ვიზიტის ფარგლებში კოლეგასთან შეხვედრა გამართა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დავით ზალკალიანმა.
ერთობლივ პრესკონფერენციაზე დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა საუდის არაბეთთან თანამშრომლობის დადებით მიმდინარეობას. „ამ წლების განმავლობაში, ჩვენს ქვეყნებს შორის სულ უფრო მტკიცდებოდა და ძლიერდებოდა თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით. ამასთან, საუდის არაბეთი მუდმივად აფიქსირებდა თავის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, “- განაცხადა მინისტრმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას. როგორც მინისტრმა აღნიშნა, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებზე, ასევე ხაზი გაესვა თანამშრომლობას მრავალმხრივ ფორმატებში და ხალხთაშორისი კონტაქტების მნიშვნელობას, ამ კუთხით აღინიშნა საქართველოში საუდის არაბეთის სამეფოს ტურისტების მზარდი დინამიკა, რასაც ხელს უწყობს ქვეყნებს შორის მოქმედი პირდაპირი ავია რეისები. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის ეკონომიკის სფეროში მიღწეულ შედეგებს, აღინიშნა, რომ ინვესტიციების მიმართულებით თანამშრომლობის კუთხით საუდის არაბეთი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანაა საქართველოსთვის. ამასთან, მინისტრი მიესალმა 2018 წლის დეკემბერში საქართველოში საუდის არაბეთის საელჩო გაიხსნას, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას. მინისტრის თქმით, ქართული მხარე დიდ ყურადღებას უთმობს არაბულ ქვეყნებთან ისტორიული კავშირების აღდგენას. „დარწმუნებული ვართ, რომ აქ არსებობს საკმაოდ დიდი პოტენციალი, რომლის ათვისებასაც ექნება ძალზე დადებითი შედეგები ჩვენი ხალხების კეთილდღეობისათვის.“- განაცხადა დავით ზალკალიანმა. დავით ზალკალიანმა შეხვედრის დასასრულს მადლობა გადაუხადა მის აღმატებულებას იბრაჰიმ ბინ აბდულაზიზ ალ-ასაფის და მის თანმხლებ დელეგაციას საქართველოში ვიზიტისთვის.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 442
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0017.04.24
-
ირაკლი კობახიძე - კანონი არის ევროპული, რადგან ეფუძნება ერთ-ერთ უმთავრეს ევროპულ ღირებულებას
17:3117.04.24
-
ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს, ბო ლის შეხვდა
16:4617.04.24
-
16:0017.04.24
-
გრიგოლ ვაშაძე პარლამენტს ტოვებს
15:2917.04.24
-
მამუკა მდინარაძე - ევროპა არის გამჭვირვალობა, დემოკრატია და განვითარება
14:5117.04.24
-
კახა კალაძე - ყველაფერი გაკეთდება, რათა ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს სიმშვიდე
14:0017.04.24
-
40 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვის ტენდერი დასრულებულია
13:1517.04.24
-
12:4117.04.24
-
12:4117.04.24
-
11:4917.04.24
-
10:4217.04.24
-
რუსეთი ირანს რაშტ-ასტარას რკინიგზის საკითხთან დაკავშირებით აჩქარებს
23:4316.04.24
-
18:0016.04.24
-
17:2516.04.24
-
შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა
17:0016.04.24
-
16:2516.04.24
-
გიორგი ბოტკოველი - რუსული კანონი ხელს უშლის ბევრი აქტიური პროგრამის საქმიანობას
15:5016.04.24
-
მიხეილ სააკაშვილი - ივანიშვილმა ომი გამოუცხადა ქართველ ხალხს
15:1516.04.24
-
14:5016.04.24
-
14:1016.04.24
-
13:4016.04.24
-
12:5516.04.24
-
12:1416.04.24
-
11:4516.04.24
-
მშვიდობის ინდექსით საქართველო 50 საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვდა და მაღალი დონის სტატუსი დაიმკვიდრა
11:2016.04.24
-
11:0016.04.24
-
10:3916.04.24
-
10:0016.04.24
-
ლოზუნგით - „არა რუსულ კანონს" აქცია ოზურგეთშიც გაიმართა
18:0015.04.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის დელეგაციას შეხვდა
17:3215.04.24
-
16:5715.04.24
-
16:2415.04.24
-
16:0015.04.24
-
15:1815.04.24
-
ალეკო ელისაშვილი - გაილახა მდინარაძე ხოშიანად, მოხვდა რუსულ „სიფათში“
14:5615.04.24