პოლიტიკა

ოპოზიციის 3 მოთხოვნა - აქცია დღეს 19:00 საათზე განახლდება

21.06.19 13:00


გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის თქმით, ოპოზიცია დღეს 19:00 საათზე ისევ რუსთაველის გამზირზე შეიკრიბება.

მისივე თქმით, სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით განცხადება რუსთაველზე გაკეთდება.

"19:00 საათზე რუსთაველზე ვიკრიბებით, სადაც ჩვენს სამოქმედო გეგმას გავაცნობთ საზოგადოებას. ნახავენ, რამდენი ადამიანი მოვა. პოლიტიკა, პოლიტიკური პარტიები უკვე არაფერ შუაშია აღარ არიან. დღეს დილიდან გვექნება თათბირი. ხალხთან ერთად უნდა გადავწყვიტოთ სამოქმედო გეგმა", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგა ბოკერია სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და ამბობს, რომ მოხდა ძალის გადამეტება.

მისი თქმით, ოპოზიციურ სპექტრს სამი მოთხოვნა აქვს. ესენია: კობახიძის გადადგომა, გახარიას გადადგომა და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის სრულად პროპორციული სისტემით ჩანაცვლება.

პარლამენტთან აქციაზე რამდენჯერმე დაპირისპირება მოხდა. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების მიმართ, რომლებიც პარლამენტში შეჭრას ცდილობდნენ, სპეციალური აღჭურვილობა გამოიყენეს, რის შედეგადაც აქციის მონაწილები დაშავდნენ. რუსთაველის გამზირზე მომხდარი დაპირისპირების დროს დაზიანებები მიიღეს სამართალდამცველებმაც.

თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა რუსმა დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა გახსნა. ის სხდომას პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან უძღვებოდა.

ფაქტს პროტესტი მოჰყვა, შედეგად კი საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა შეწყდა.

ამის შემდეგ კი რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში მომხდარი ფაქტი დაგმეს.

აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს, ნაწილმა კი სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. დაშავდნენ სამართალდამცველებიც.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 1513


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები