საზოგადოება

„მარჯანიშვილის“ მეტროში ქალი ლიანდაგებში ჩავარდა

28.07.16 16:55


მეტრო „მარჯანიშვილზე“ ქალბატონი მატარებლის ლიანდაგებში ჩავარდა.

ინციდენტი დილის 10:18 საათზე მოხდა. როგორც კომპანიაში განაცხადეს, ქალბატონს დროულად აღმოუჩინეს დახმარება.

ინციდენტის გამო მეტროში ათი წუთით იყო შეჩერებული მოძრაობა.

კომპანიაში ვერ აკონკრეტებენ, იყო თუ არა ეს თვითმკვლელობის მცდელობა.

„ზუსტად ვერ გეტყვით, იყო თუ არა ეს თვითმკვლელობის მცდელობა. თუ გამოძიება დაინტერესდება, შეგვიძლია კამერების ჩანაწერები მივაწოდოთ“, — განაცხადეს პრესსამსახურში.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 442


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები